11
Jun
2018

„დამკვეთიდან შემსრულებლად გადავიქეცი“ – თამთა ასლანიშვილი ეკონომიკის სამინისტროდან კრეატიულ სააგენტოში გადავიდა

11 Jun 2018

3 წლიანი საჯარო საქმიანობის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელობიდან, თამთა ასლანიშვილმა კრეატიულ სააგენტო Digitalmate-ში, ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

mBank QR
mBank QR

ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩემთვის, რადგან ერთი მხრივ, საჯარო სექტორიდან კერძო სექტორს დავუბრუნდი, მეორე მხრივ კი, დამკვეთიდან შემსრულებლად გადავიქეცი. ძალიან მიხარია, ამაყი ვარ, რომ ამ კომპანიაში გადმოვედი, რადგან „დიჯითალმეითი“ არის სტარტაპი და მჯერა, რომ მის წარმატებაში მეც რაღაც წვლილს შევიტან, იმ გამოცდილებით, რაც მე სტარტაპებთან მუშაობაში მაქვს მიღებული, ჯერ კიდევ „ტექნოპარკიდან“, შემდეგ ეკონომიკის სამინისტროში და დღეს უკვე მე თვითონ ვიქნები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტარტაპის გუნდის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი“, – განაცხადა თამთამ მარკეტერთან საუბრისას.

თამთა ასლანიშვილი აქამდე საქართველოს ინოვაციებისა და ტენოლოგიების სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ფინანსთა სამინისტროში, კომუნიკაციებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხოლო სულ ცოტა ხნის წინ, ეკონომიკის სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. გარდა ამისა, „მაქვს საბანკო სექტორსა და მედიაში მუშაობის გამოცდილება, სტუდიის ხელმძღვანელიც ვიყავი და დღეს უკვე კრეატიულ სააგენტოს დავუბრუნდი“, – გვითხრა მან.

განხილვა