in

თამთა ასლანიშვილი – #პირველისამსახური

tamta aslanishvili3
თამთა ასლანიშვილი

ჩემი პირველი სამსახური იყო კორ სტანდარტ ბანკი, მაშინ ჯერ კიდევ სტანდარტ ბანკი ერქვა. გამოაცხადეს ვაკანსია, გამოვეხმაურე და ამიყვანეს. საქმიანობა საკმაოდ რთული იყო. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც საბანკო სისტემის მთელი რიგი პროდუქტები ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო. გამოკითხვის ბლანკებით დავდიოდით კარდაკარ და მოსახლეობას ვუხსნიდით, რა იყო იქომერსი, ელექტრონული გადახდები, როგორ გამოიყენება პლასტიკური ბარათი და ა.შ. ეს ხდებოდა, დაახლოებით, 12-13 წლის წინ. სამუშაო მძიმე იყო, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ძალიან ციოდა და თან რესპონდენტებს არც სჯეროდათ იმის, რასაც ვუხსნიდით და ტყუილი ეგონათ. ვერ წარმოედგინათ, რომ ფულის გადარიცხვა ბანკში მისვლის გარეშე იყო შესაძლებელი. საერთო ჯამში, კარგი გამოცდილება მივიღე და საინტერესო ადამიანებიც გავიცანი. მყავდა ძალიან კარგი მენეჯერები, რომლებმაც მასწავლეს, როგორი უნდა იყოს კარგი ხელმძღვანელი. ეს გამოცდილება შემდეგ ქართუ ბანკში გამომადგა, სადაც ელექტრონული კომერციის პროექტზე ვმუშაობდით. თამთა ასლანიშვილი – ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მარკეტინგის და კომუნიკაციების სამსახურის უფროსი.

tamta aslanishvili2

tamta aslanishvili1

tamta aslanishvili

სოფო ჭაავა – #პირველისამსახური

სალომე სიხარულიძე – #პირველისამსახური