11
Feb
2019

Dezeen Awards-ის ჟიურიში თამუნა ღვაბერიძე მიიწვიეს

11 Feb 2019

არტ გალერეა “Window Project-ის” დამფუძნებელი, თამუნა ღვაბერიძე არქიტექტორებისა და დიზაინერების ყოველწლიურ დაჯილდოებაზე “Dezeen Awards 2019-ზე” ჟიურიში მიიწვიეს. დაჯილდოების ოფიციალური გვერდი თამუნა ღვაბერიძის საქმიანობის შესახებ ყვება და მოკლედ მიმოიხილავს გალერეის ისტორიას. იგი ასევე აღნიშნავს, რომ თამუნა 2018 წელს საქართველოს ტოპ 50 ანტრეპრენერში მოხვდა.

Dezeen Awards წელს მეორედ ტარდება. იგი საშუალებას აძლევს როგორც ინდივიდუალურ დიზაინერებსა და არქიტექტორებს, ისე სტუდიებსაც, 36 კატეგორიაში წარადგინონ თავიანთი ნაშრომები და მიიღონ სპეციალური ჯილდო.

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] გალერეა “Window Project-ის” დამფუძნებელი, თამუნა ღვაბერიძეც არის მიწვეული. თავად კონკურსი […]