in

თანამედროვე ბრენდინგის 3 გასაღები

როდესაც ბრენდინგის კონცეფციაზე ვსაუბრობთ, ისე შეიძლება ერთგვარ აბსტრაქციად მოგვეჩვენოს. ზოგიერთი ექსპერტი საკომუნიკაციო სისტემად აღწერს, რომელიც პროდუქციის იდეას გამოხატავს — ლოგოებით, სახელებით, გამოსახულებებით, ფერთა პალიტრით და ა. შ. თითოეული ეს კომპონენტი სინქრონულად მუშაობს საერთო მნიშვნელობის შესაქმნელად.

რიონ ჰარმონი კი, კრეატიული სტუდია Day Job-ის დამფუძნებელი, თანამედროვე ბრენდისთვის კამპანიების შემუშავების გასაღებებს გვიზიარებს.

ნუ მიბაძავთ ტენდენციებს

არის შემთხვევები, როცა ბრენდინგის შექმნისას, დამფუძნებლებს მიმბაძველობითი ცდუნება უჩნდებათ — სურთ, იპოვონ ის, რაც ყველაზე კარგად მუშაობს ბაზარზე და მის კვალს გაჰყვნენ. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ერთი და იმავე პრაქტიკის გამოყენება ყოველთვის ერთნაირ შედეგს არ მოიტანს.

ამის ნაცვლად, ჰარმონი განსხვავებული გზით წასვლისკენ მოგვიწოდებს. მისი თქმით, ინდუსტრიის შესწავლის შემდეგ სწორედ იმითკენ უნდა მივმართოთ მთელი ძალისხმევა, რაც ჯერ არავის გაუკეთებია და აუთვისებია. გზავნილის პოვნა, რომელსაც ტენდენციურობა ნაკლებად მიეწერება, შეიძლება ახალი ენერგიის წყაროდ იქცეს.

იყავით საკუთარი თავის ერთგული

ავთენტურობა ყველა ბრენდის წარმატების მთავარი გასაღებია. გარდა იმისა, თუ რას და როგორ ქმნით, აუცილებელია, ნებისმიერ ნაბიჯში საკუთარი ხედვა ჩააქსოვოთ. ინოვაციურობაც აქედან მომდინარეობს — მაშინაც კი, როცა „ველოსიპედს ახლიდან არ იგონებთ“, შესაძლებელია, არსებულ პროდუქტს რაღაც სრულიად განსხვავებული დაამატოთ.

ზოგჯერ, როგორც უნდა ვეცადოთ, მაინც „შაბლონების ტყვეობაში“ ვექცევით… თუმცა მათ შიგნით ყოველთვის შესაძლებელია სხვადასხვაგვარი ნიუანსების დამატება, არსებული „წერტილების“ განსხვავებულად შეერთება და ა. შ. ცხადია, ავთენტურობის შენარჩუნებით ყოველთვის ყველას ვერ მოხიბლავთ, მაგრამ ეს სრულიად ბუნებრივი მომენტია. „თუ არ გაქვთ შეზღუდვები, მაშინ უბრალოდ ყველგან ხართ, რაც მნიშვნელოვანი სტრუქტურულობის არსებობას ხელს უშლის“.

დააყენეთ სტრატეგია ესთეტიკაზე წინ

2023 წელს ჰარმონის სააგენტოს Radford Beauty-ის წარმომადგენლებმა მიმართეს, რათა პროდუქტსა და მის ინგრედიენტებზე აქცენტირებული ბრენდინგი შეემუშავებინათ. ამავდროულად კი, მინიმალიზმის ხაზი უნდა შეენარჩუნებინათ.

შეფუთვაზე სახელი „რედფორდი“ დაიბეჭდა ბავშვური, პატარა, ხელით დახატული შრიფტით, რაც მიუთითებს არეულობასა და არასრულყოფილებაზე. ამგვარი მიდგომით სილამაზის ინდუსტრიის სტანდარტიზებულ ბუნებას დაუპირისპირდნენ და თავის მოვლა შაბლონური მშვენიერებიდან აუცილებელ სიჯანსაღემდე შეცვალეს.

ამ შემთხვევაზე დაყრდნობით, ბრენდინგის პროცესში გასათვალისწინებელია, რომ ყველა კომპანიას „ესთეტიკური მიდგომა“ არ სჭირდება. ამის სანაცვლოდ, სტრატეგიული მიდგომაა საჭირო — უნდა დადგინდეს, რაზეა ბრენდი ორიენტირებული და მხოლოდ მის მოთხოვნებთან შესაბამისობაში შეიქმნას პროდუქტიც.

რას უნდა ველოდოთ Skillwill-ის ახალი მიმართულებებისგან? გაეცანით სიახლეებს სტატიაში

Škoda Roadiaq – სტუდენტური მოდელი, რომელიც დასვენებისა და მუშაობისთვის შეიძლება გამოვიყენოთ