in

„ერთხელ რომ ვაზს მოეფერები, იმის გარეშე მერე ძაან ძნელია“ – თანამედროვე ფერმერი ირაკლი თანდაშვილი

სოფელი და აგრომეურნეობა ირაკლი თანდაშვილისთვის არასდროს ყოფილა უცხო. მან მთელი ბავშვობა კახეთისა და იმერეთის, მამისა და დედის სოფლებში გაატარა. მისი არჩევანიც გამხდარიყო ფერმერი, დიდწილად, ბუნებასთან და მეურნეობასთან ბავშვობისდროინდელმა კავშირმა განაპირობა.

ვენახი მეგობართან ერთად ყვარელში გააშენა. დღეს მათი მეურნეობა 25 ჰექტარს მოიცავს, რომელზე მოწეული ყურძნითაც მეგობრები 5 სახეობის ღვინოს – საფერავს, ქისს, ხიხვს, კახურ მწვანესა და რქაწითელს – აწარმოებენ.

„ერთხელ რომ ვაზს მოეფერები, იმის გარეშე მერე ძაან ძნელია. ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია, რომ სხვა რაღაც ვაკეთო მომავალში“, – ამბობს ირაკლი.

ნახეთ თანამედროვე ფერმერის, ირაკლი თანდაშვილის ისტორია

დარგის ცოდნა და პროცესის ავტომატიზაცია – ეს ორი პრინციპი მიაჩნია ირაკლის თანამედროვე აგრომეურნეობის უმთავრეს კომპონენტებად. თავად მათ სისრულეში მოყვანას, მის საიმედო პარტნიორ „აგროსფეროსთან“ ერთად, წარმატებით ახერხებს.

ჯანსაღი და ხარისხიანი ვაზის მოყვანაში ირაკლის თანამედროვე ინვენტარი და მორწყვის სისტემები, Bayer-ის მცენარეთა დაცვის ინოვაციური საშუალებები და მინერალური და ორგანული სასუქები ეხმარება. სასუქების სწორი დოზირებისთვის კი, ის მიწის ანალიზს ყოველ წელს ატარებს.

ირაკლი თანდაშვილის წარმოებულმა ღვინომ უკვე მოიპოვა აღიარება. საერთაშორისო კონკურმა International Wine & Spirit Competition-მა 2021 წელს მის ორი სახეობის ღვინოს გადასცა ჯილდო – რქაწითელმა ოქროს მედალი, ქისმა კი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის. ირაკლი მალე კახური მცვივანის გაშენებას გეგმავს და სამომავლოდ ქართულ მიწაზე არც ვაზის ფრანგული ჯიშების გახარებას გამორიცხავს.

[პარტნიორის კონტენტი]

გორგიას მარკეტინგის გუნდს გიორგი თურქაძე უხელმძღვანელებს

სრულად ელექტრო Volvo EX30 SUV-ის მსოფლიო პრემიერა