in

როგორ განსაზღვრავენ თანამედროვე ხელოვნებას მარკეტინგულად?

დღეს ხელოვნების მოყვარულთა უმეტესობას ძველი მხატვრების ნამუშევრების შეძენა ურჩევნიათ, რადგან ახალში ჯერ უჭირთ რაღაც ღირებულის დანახვა; ზოგადად, ახალი იდეების მიღებაც…. როგორც ჩანს, არც არაფერი შეცვლილა — ლუი ლიროი მეცხრამეტე საუკუნის გამოფენაზე წარმოდგენილ ხელოვანებს იმპრესიონისტებს უწოდებდა, ოღონდ ეს იმას გულისხმობდა, რომ მათი ნამუშევრები მარტივი, მექანიკური და ნაკლებად ემოციური იყო. დანარჩენი კი ისტორიაა. ჩვენ ვიცით, თუ რა ადგილი დაიკავა იმპრესიონიზმმა ხელოვანთა სამყაროში, მაგრამ ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ უარყოფითი დამოკიდებულებები ნებისმიერი სიახლის მიმართ ყოველთვის აქტუალური იყო და არის. 

გამონაკლისი არც 21-ე საუკუნეა, დღევანდელი ხელოვნებისა და დიზაინის სტუდენტები მომავალი დიზაინერები და ხელოვანები არიან. ისინი ახალ და უნიკალურ პერსპექტივას გვთავაზობენ, რომელიც მხოლოდ მათ ეკუთვნით, მათი გათავისუფლება კი მომავლის ხელიდან გაშვებას გულისხმობს. თუმცა არც მათი ახალი პერსპექტივების მიღება უნდა მოხდეს ვინმეს ხარჯზე, ეს უბრალოდ გაფართოება უნდა იყოს, რომელიც ახალ ხმებს მიესალმება. 

მათ სულ მცირე 10 წელი სჭირდებათ მანამ, სანამ მათი ნამუშევარი ღირებულებას შეიძენს, — აცხადებს ხელოვნების აუქციონის ხელმძღვანელი.

Bain-ის კვლევის თანახმად კი, ყველაზე მდგრადი ზრდის მამოძრავებელი თაობათა ცვლილებაა. მატერიალური რესურსის მქონე მილენიალები და თაობა ზეტი ბაზარზე შემოდის, რაც მხარს დაუჭერს 2030 წლისთვის მის 60%-იან ზრდას. თანაც მაშინ, როცა ამ თაობებისგან ელიან, რომ 3-ჯერ მეტ დროს დახარჯავენ ამავე პერიოდის სხვა თაობებისგან განსხვავებით. დიახ, ისინი ხელოვნებასა და დიზაინს განსხვავებულად უყურებენ, მიისწრაფვიან გამოცდილებისკენ, რომელიც თანამშრომლობასა და ავთენტურობას სთავაზობს. 

Otentu-ს ხელმძღვანელი ლიორ ერასიც აღნიშნავს, რომ დღევანდელი სტუდენტები იმსახურებენ ზრდისა და თავიანთი ხმის გაჟღერების უკეთეს შანსებს. თანაც, თუ ხელოვნების დაფასება გვსურს, ეს არ გულისხმობს ჭიშკრის დაკეტვასა და წვდომის შეზღუდვას, პირიქით, ეს მათი ოცნებების, გემოვნებისა და მისწრაფებების რეალიზებას ეხება, რომლებიც მუდმივად ცვალებადია.

გამოდის, იმპრესიონიზმი ის კი არ არის, რასაც ლიროი გვეუბნება, არამედ მომენტის აღბეჭდვის უნარია კონკრეტული ეპოქის ხელოვანთა მიერ. ეს ზუსტად ის არის, რასაც სტუდენტების ნამუშევრები ეხება. ამიტომ, დროა, მივეგებოთ მათ და მივცეთ შანსი, ჩაერთონ ხელოვანთა საუბრებში. 

აღმოაჩინეს შუასაუკუნეების დაკარგული ქალაქი, რომელიც ზღვამ შთანთქა

10 ივნისს მთაწმინდის პარკში თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება