in

წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა

წინანდლის მამული თანამედროვე ქართველი მხატვრის, ლია ბაგრატიონის გამოფენას მასპინძლობს. მრავალშრიანი ინსტალაციები საგამოფენო სივრცე „გვირაბშია“ წარმოდგენილი. „შვიდნი, მერვეს გარეშე“ – ასე ქვია ექსპოზიციას, სადაც 2,5 მეტრიანი 7 ფიგურით დავიწყებული ისტორიის ერთგვარი ბილიკია შექმნილი.

გვირაბში“ 3 მეტრიანი თანაბარი ინტერვალებით დაშორებული ფიგურები მუდმივი გამეორების ილუზიას ქმნიან. აქ იკითხება მონანიების, მეხსიერების, გამძლეობის, ტრავმის, ქვეცნობიერი ფიქრების მეტაფორა. ნამუშევრებში გამოყენებული მასალა, თიხა თავისთავად ინახავს ათასწლეულების მანძილზე დაგროვილ იდუმალ მეხსიერებას. ინსტალაციაში არტისტმა გამომშრალი, მყიფე ფიგურები მიწასთან მიაჯაჭვა

თანამედროვეობის გამორჩეული შემოქმედი ლია ბაგრატიონი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორია, არის ქართული კერამიკული ხელოვნების ფონდის თანადამფუძნებელი და კერამიკის საერთაშორისო აკადემიის (IAC-ის) წევრი ჟენევასა და შვეიცარიაში. მას დიდი წვლილი მიუძღვის თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში თიხის, როგორც ტრადიციული მასალის, პოპულარიზაციაში. მხატვარი ყოველთვის ახერხებს ზუსტად გადმოსცეს სათქმელი, ამავდროულად მაყურებელს ინტერპრეტაციისთვის განუსაზღვრელ სივრცეს უტოვებს.

წინანდლის მამულში ჩასულ სტუმრებს და თანამედროვე ხელოვნების მოყვარულებს ინსტალაციის ნახვის შესაძლებლობა 30 აგვისტომდე ექნებათ.

წინანდლის მამულში და სილქ როუდ ჯგუფის სხვა ობიექტებში საგამოფენო სერიების წარმდგენი ტრადიციულად კომპანია სილქნეტია. ღონისძიების მასპინძელი სილქ ჰოსფითალითი.

კომპანიასილქ ჰოსფითალითის საქართველოს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ერთერთი წამყვანი პოზიცია უკავია და 20-ზე მეტ სხვადასხვა ობიექტს აერთიანებს. კომპანია არაერთი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების ხელშემწყობია. სილქ ჰოსფითალითის მხარდაჭერით თბილისში და წინანდალში სხვადასხვა ცნობილი ქართველი მხატვრების გამოფენებები იმართება.

[R]

„მეიქერსი“ – როგორ შეიქმნა ახალი კონტენტ პროდაქშენ ჰაუსი და მისი ხედვა

სებსბერი – მოცვის პლანტაციები გურიაში