in

თანამედროვე ლოგოები 1980-იანი წლების სტილში

კარგი ლოგო დროთა განმავლობაში უნდა განვითარდეს — მაგალითად, მაიკროსოფტმა 1975 წლის შემდეგ უამრავი ვერსია შექმნა. მაგრამ რა ხდება, როცა ლოგოები წინსვლის ნაცვლად დროში მოგზაურობენ?

პორტუგალიელმა გრაფიკულმა დიზაინერმა, რაფაელ სერამ, ცნობილი ლოგოების 100-ზე მეტი ვარიაცია შექმნა კომპანიებისთვის, როგორებიცაა Playstation, Nike, Spotify და Instagram. მთავარი ხაზი კი ულტრარეტრო სტილია, რომელიც 80-90-იან წლებს მოგვაგონებს. „მე 80-იანი წლების ბავშვი ვარ, რეტრო ნივთების გარემოცვაში გავიზარდე, როგორებიცაა კასეტები, VHS ლენტები და ჟურნალების ყდებზე გამოტანილი გრაფიკული დიზაინის ნიმუშები“, — ამბობს სერა.

მთლიანობაში, ლოგოები 80-იანი წლების სტერეოტიპული დიზაინის მოტივების მიმოხილვას წარმოადგენს — ჩრდილები, sans-serif შრიფტები, წრეები, ხაზები და გეომეტრიული ფიგურები. ასევე, მრავალი მითითებაა კოსმოსზე, როგორიცაა სატურნის რგოლები და ვარსკვლავები. მაგალითისთვის, სფოთიფაის ლოგოში მეწამული შრიფტით დაწერილი სახელი გლობუსზეა დატანილი, როგორც ლათინური, ისე იაპონური ასოებით. ხოლო Ikea ღია ვარდისფერი კვადრატული ასოებით წერია და ორ გადაკვეთილ ოვალს შორისაა მოქცეული.

მართალია, აქ წარმოდგენილ ზოგიერთ კომპანიას უკვე ჰქონდა 80-იანი წლების ლოგოები, მაგრამ არცერთი არ ყოფილა შთაგონების ასე მკაფიოდ გამომხატველი. სერა ბოლო სამი წელია, ლოგოებზე მუშაობს — შედეგად მიღებული კოლექცია კი ასოების ხელოვნების პროექტს ჰგავს, თავისი რეტრო სიმბოლოებისა და ტენდენციების ხაზით.

ოკეანეებში წყლის ტემპერატურა რეკორდული მაჩვენებლით გაიზარდა!

პროდუქტის შეფუთვის დიზაინის ტენდენციები 2023 წელს