in

კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველი ქართული გამოცემის პარტნიორია!

კავკასიის უნივერსიტეტის (CU) კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველი ქართული გამოცემის პარტნიორია!

1998 წლიდან CSB ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და წამყვანი ბიზნესსკოლაა, რომელიც ბიზნესლიდერების თაობებსა და ინდუსტრიის მოწინავე მოაზროვნეებს ზრდის. კავკასიის ბიზნესის სკოლის პროექტში ჩართულობა „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველ ქართულ გამოცემას ლოკალური, ბაზრისათვის დამახასიათებელი ცოდნითა და აკადემიური გამოცდილებით გაამდიდრებს.

აღსანიშნავია, რომ CSB-მ წარმატებით გაიარა AACSB აკრედიტაციის პირველი სამი ეტაპი (AACSB წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის სტანდარტს, რომელსაც მსოფლიო ბიზნესსკოლების მხოლოდ 5% ფლობს). ბიზნესსკოლაში სწავლის მსურველებს უმაღლესი განათლების მიღება სამივე საფეხურზე შეუძლიათ. CSB ასევე გთავაზობთ ორმაგი ხარისხის სამწლიან საბაკალავრო პროგრამას რენის ბიზნესის სკოლასთან (Rennes School of Business) ერთად და გრენობლის ორმაგი ხარისხის MBA პროგრამას გრენობლის ბიზნესის სკოლასთან (Grenoble Ecole de Management (GEM)) თანამშრომლობით. კავკასიის ბიზნესის სკოლაში განვითარებულია ბიზნესის ადმინისტრირებაში სამეცნიერო კვლევების მიმართულებაც. დაარსების დღიდან უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს 207-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტთან 61 ქვეყანაში.

პროექტი ხორციელდება AWE Consulting-ის, რეგიონში, ისრაელსა და ავსტრიაში Kolter Impact-ის ექკლუზიური და ოფიციალური წარმომადგენლისა და „ლურჯი ოკეანის“ თანამშრომლობით.

ყველა საკუთარ გზას ირჩევს — Arc’teryx-ის კამპანია წინსწრაფვაზე

ცდა არ დააკლო – ალტე უნივერსიტეტის ახალი კამპანია