in ,

თანამედროვე მეცნიერების მიღწევა – ლუდის საუკეთესო ბოკალი Cobra იუმორისტულ რეკლამაში

გვჭირდება თუ არა მეცნიერება?! – ირონიულად კითხულობს ლუდის მწარმოებელი Molson Coors, რომელმაც თავისი ერთ-ერთი ბრენდისთვის რევოლუციური სასმისი Cobra გამოიგონა. სარეკლამო რგოლის მიხედვით, მეცნიერებაში დღემდე ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევებიდან სამია ყველაზე გამორჩეული: მთვარეზე ადამიანის მოხვედრა, კომპიუტერის გამოგონება და უახლესი ლუდის ბოკალი Cobra. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, თუმცა ნახევრად იუმორისტულ სარეკლამო რგოლში სააგენტო Karmarama-მ ჭიქის უნიკალურ უპირატესობებზეც გააკეთა აქცენტი.

ბოკალს სხვა ჭიქებისგან შიგნით არსებული მილი გამოარჩევს, რომელიც ჭიქაში სასმელის რბილად ჩადინებას უზრუნველყოფს და ამით მორევის ეფექტს ქმნის. შედეგად, ლუდის არომატის ამოფრქვევას უწყობს ხელს და ჭიქის ზედაპირზე ქაფის იდეალურ დონეს ქმნის.

 

 

შეიძლება, Cobra-ს ბოკალმა მეცნიერებაში დიდი კვალი ვერ დატოვოს, მაგრამ ლუდის მოყვარულებში ინტერესს ნამდვილად გამოიწვევს. ვისაც მისი გამოცდა მოუნდა, დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ. Cobra-ს ფუტურისტული სასმისი გაყიდვაში ამ ზაფხულს გამოვა.

“გამოათავისუფლე მხეცი!” – მომაჯადოებელი ქალბატონები და ფაუნის მედიდური წარმომადგენლები Magnum-ის ახალ რეკლამაში

ადგილზე მიტანის უსწრაფესი ექსტრემალური სერვისი მსოფლიოში – Dunkin Donuts-ის რეკლამა