საძულველი სამსახური, რომელსაც სოციალურ ქსელში #bestjobever-ად ახსენებენ, მშობლებთან დაუსრულებელი უთანხმოება და კამათი, მეგობრებისგან შორს ყოფნის სურვილი – ეს ყველაფერი სტანდარტული შედეგია ორმაგი ცხოვრებისა , რომლითაც თანამედროვე თაობა ცხოვრობს. მათი ცხოვრების ტემპი სოციალურ ქსელში აქტიურობითა და დამღლელი სამუშაოთი შემოიფარგლება, ყოველივე ეს კი უარყოფითად მოქმედებს.
MullenLowe–ის კრეატიული დირექტორი სამანტა ჯეინი, თანამედროვე ცხოვრების პრობლემით დაინტერესდა. თავად სამანტა ჯეიმსიც “მილენიალების” თაობის წარმომადგენელია. შარშან გოგონამ Instagram-ზე საკუთარი აქაუნთი Quarter Life Poetry გახსნა, სადაც თავისი ლექსების გამოქვეყნება დაიწყო. აქაუნთი საკმაოდ პოპულარულია და მას 75 000 გამომწერი ჰყავს. ბლოგ-პოსტების მოტივებზე გამოიცა წიგნიც, რომლის მხარდასაჭერად ავტობიოგრაფიული, მოკლემეტრაჟიანი ფილმები “ვის ვატყუებთ” გადაიღეს. “ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვიდეო უფრო რეკლამას წააგავს, მაგრამ ამ ყველაფერსაც აქვს გამართლება – მე “არტ დირექტორის ობიექტივიდან” ვიყურები”,- ამბობს სამანტა.