in

ნახეთ: როგორ ერთიანდება თანამედროვეობა ვან გოგის ნამუშევრებთან

ბოლო წლებში მეხიკო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი გახდა მსოფლიოში. უნიკალურ არქიტექტურაში მრავალსაუკუნოვანი შენობები თანამედროვე სტილს ერწყმის, რასაც ხელოვანი ციზა ბერნალის ხედვაც ემატება, მექსიკის დედაქალაქს კამერით აღბეჭდავს და ვან გოგის ნამუშევრებთან აერთიანებს. 

BOG
BOG

ბერნალმა ასე თავისი ორი მისწრაფება შემოგვთავაზა, ფოტოგრაფია და ხატვა — იმპრესიონისტულ ნამუშევრებს ზეთით ვასრულებდი, შემდეგ კი ფოტოგრაფიაში გადავეშვი და გავაანალიზე, რომ კომპოზიციის ყველა წესი ჩემი მხატვრობის გამოცდილებით ვიცოდი. თუმცა ფოტოგრაფია არ იყო საკმარისი ჩემი თავის გამოსახატად, სწორედ ასე მივიდა უნიკალურ ტექნიკამდე, რომელსაც ციფრულ ფოტოგრაფიულ ჩარევად აღწერს.

სურათებზე ნახავთ Palacio de Bellas Artes-ს, World Trade Center-სა და Torre Latinoamericana-ს. არც იმაში შეგეპარებათ ეჭვი, რომ ხელოვანისთვის ეს ქალაქი შთაგონების უსასრულო წყაროა. 

მინდა მეხიკოში გადაღებული ასობით ფოტოს თქვენთვის ჩვენება შემეძლოს. ყოველთვის, როცა ახალი ფოტოს გადასაღებად მივდივარ, თითქოს ეს სრულიად ახალი ადგილია. სინათლე, ამინდი, პეიზაჟი, მოტივაცია… ყოველთვის იცვლება და სწორედ ეს აქცევს მას ასეთ მაგიურ ადგილად, — აცხადებს ბერნალი. 

აი, ვან გოგი კი მისთვის ცალკე ინსპირაციის წყაროა, იქნება ეს მისი ნამუშევრები, ისტორია თუ ხედვა, ეს პროექტიც ხელოვანის პატივისცემას ემსახურება იმის გამო, ვინც იყო და არის… 

თბილისში ამერიკელი ხელოვანის, პატი სმითის წარმოდგენა გაიმართა

McInerney Hospitality International Georgia to Manage the Courtyard by Marriott Batumi