7
Nov
2018

როგორი თანამშრომლები უნდა ჰყავდეთ ინოვაციურ კომპანიებს

7 Nov 2018

მომხმარებელთა მოთხოვნები იზრდება, დემოგრაფიული მაჩვენებლები სწრაფად იცვლება, ტექნოლოგიების მეშვეობით კი, გამუდმებით ტრანსფორმაციულ ფაზაში ვართ, ამასთანავე, ახალი შესაძლებლობებიც გვეძლევა. ზემოხსენებული პროცესები ზედმეტად რთული ასახსნელია, თუმცა, ამგვარ რუტინაში ერთი რამ არის ყველაზე მნიშვნელოვანი: ინოვაცია.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ინოვაცია არის სწორედ ის, რაც კომპანიებს სტაბილურად ძლიერს ხდის. თუმცა, ინოვაციას, თავის მხრივ, ადაპტირებული გარემო სჭირდება.

ადაპტირებული გარემო ეხმარება ორგანიზაციებს, უფრო პასუხისმგებლიანები და აქტიურები იყვნენ. მისი მეშვეობით თანამშრომლები სულ უფრო დაკავშირებულები ხდებიან და ერთმანეთში ინფორმაციის მუდმივი გაცვლა-გამოცვლა აქვთ. თუმცა, რასაკვირველია, ადაპტირებულ გარემოსაც სჭირდება კონკრეტული ტიპის თანამშრომლები:

  1. ბროკერები: მათ აქვთ ურთიერთობა უამრავ ადამიანსა თუ ჯგუფთან, შესაბამისად, მუდმივად აზრთა გაცვლაში არიან. ხშირად, ასეთი ადამიანები ახალი იდეების გენერატორები არიან.
  2. დამაკავშირებლები: მათ აქვთ ურთიერთობა მთავარ, სამიზნე ჯგუფთან ე.წ ბირთვთან და ჯგუფის წევრებისგან ახალ იდეებს ისმენენ, თანაც მათ ხშირად ენდობიან და აფასებენ.
  3. „ენერჯაიზერები“ ე.წ ხალხი, რომელიც გუნდის აქტივობას ზრდის. გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები ქმნიან კომპანიის რეპუტაციას და მას უსწრაფესად ავრცელებენ, ასევე, მალევე ამჩნევენ გამოსადეგ იდეებს.
  4. „ჩელენჯერები“ – ადამიანები, რომლებიც ახალ გამოწვევებსა და ცვლილებებზე არიან ორიენტირებულნი.

ამგვარი ხალხი ხელს უწყობს კომპანიებს, უფრო პროდუქტიულები და ძლიერები გახდნენ და არ გადაუხვიონ ინოვაციური ფირმის გზიდან.

 

წყარო: inc.com



განხილვა