ოდესმე გქონიათ ისეთი შეგრძნება, რომ კოლეგებისგან განსხვავებულ ენაზე საუბრობთ? ზოგჯერ ეს იმდენად დიდ ბარიერად იქცევა, რეალურ ენობრივ სხვაობაზე მეტ პრობლემასაც ქმნის — თითქოს, ისეთი შემთხვევაა, აზრებს ვერანაირად რომ ვერ თარგმნი… სწორედ ამას უკავშირდება 15 000 ადამიანზე ჩატარებული კვლევა, რომლის ფარგლებშიც თანამშრომელთა რამდენიმე ტიპი გამოიკვეთა.
„განურჩევლად ინდუსტრიისა თუ ქვეყნისა, არცერთი თანამშრომელი არ მუშაობს ზუსტად ერთნაირად“, — აღნიშნავს კრისტინა იანცერი, Slack-ის კვლევისა და ანალიტიკის SVP. უბრალოდ, გლობალური კვლევა, რომელიც ცხრა ქვეყანაში ჩატარდა, გარკვეულ მსგავსებებს ავლენს. უფრო კონკრეტულად, ხუთი განსხვავებული იდენტობის მიხედვით დაიყო კატეგორიები. თითოეულ მათგანს საკუთარი მახასიათებლები, მუშაობის სტილი, კომუნიკაციის გზები და განცდები აქვს.
მოკლედ, ასე გადანაწილდა კატეგორიები:
დეტექტივი — გამომძიებელი ტიპი, რომელიც ორიენტირებულია შედეგებზე, საიმედოდ უნდა იცოდეს ყველა დეტალი; სურს, ყველაფერზე იპოვოს პასუხი და სხვებსაც გაუზიაროს.
გზის მეომარი — მეგობრული ტიპი, რომელსაც აქვს უნარი, დისტანციურად განავითაროს კავშირები. ადაპტირებადი და მოქნილია. აფასებს სამუშაო ადგილზე არსებულ თანამედროვე მიდგომებს თუ ინსტრუმენტებს.
„ნეთვორქერი“ — ექსტრავერტული და სოციალური ტიპი, რომელსაც უყვარს პირადი კავშირების დამყარება. იღებს და აზიარებს შენიშვნებს. ყოველთვის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ყველა საჭირო ინფორმაციას ფლობს.
პრობლემის გადამჭრელი — ყველა პრობლემას ეფექტურ გადაჭრას უძებნის. მარტივად შეუძლია ახალი ტექნოლოგიების მიღება, რათა ყოველდღიური ამოცანები გაიმარტივოს.
ექსპრესიონისტი — დიდი უპირატესობას ანიჭებს ვიზუალურ და ნაკლებად ფორმალურ კომუნიკაციას. უყვარს ემოჯების თუ გიფების გამოყენება ტონისა და პიროვნების გამოხატვისთვის.
და თუ გაინტერესებთ, რამდენად გავრცელებულია ხუთი იდენტობიდან თითოეული სხვადასხვა სამუშაო ადგილზე, აი, როგორ გადანაწილდა სტატისტიკურად:
დეტექტივი, რომელიც ზოგადად ხანდაზმული მუშაკია, შეადგენს სამუშაო ძალის დაახლოებით 30%-ს და ძირითადად გვხვდება დასავლეთის ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი (38%), დიდი ბრიტანეთი (34%) და აშშ (33%). ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ინდოეთსა (16%) და სინგაპურში (21%), სადაც მშრომელი მოსახლეობა უფრო ახალგაზრდაა.
ექსპრესიონისტები, „ხელოვნური ინტელექტის ყველაზე მეტად გამომყენებელი ჯგუფი“ ყველაზე ნაკლებად გავრცელებულია — 10%. ხშირად გვხვდება ინდოეთში (21%), სამხრეთ კორეასა (15%) და სინგაპურში (12%).
შუა სეგმენტი შედგება გზის მეომრებისგან (22%), ქსელის თანამშრომლებისგან (22%) და პრობლემების გადამჭრელებისგან (16%).
გასაკვირი არ არის, რომ რესპონდენტთა მნიშვნელოვანი რაოდენობა პიროვნების ტიპების მიხედვით მომავალში ელოდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, მეოთხედზე ცოტა მეტი ჯერ კიდევ ძიებაშია და თითქმის მესამედი ფიქრობს, რომ საჭირო იქნება.