in

როგორ უნდა მოიქცნენ ლიდერები თანამშრომლების გადინების შემდეგ?

გასული წლის განმავლობაში „დიდ პენსიაზე გასვლა“ ყველაზე აქტუალურ საკითხად იქცა. ლიდერები კი ისეთი კითხვების წინაშე აღმოჩნდნენ, როგორიცაა: რა გავლენა აქვს ამას ჩვენს ბიზნესზე? როგორ ცვლის ეს ჩვენი კომპანიის კულტურას? რისი გაკეთება მინდა შემდეგ?

ამ შემთხვევაში საინტერესოა გამოცდილი მარკეტერების რჩევები — მაგალითად, ბევრი მათგანი აღნიშნავს, რომ „სიუჟეტის უკან გადახვევა“ ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია. მარტივად, იმის ნაცვლად, რომ დიდ პენსიაზე გასვლის აღმოფხვრაზე იზრუნონ, აქცენტს საკითხის გამოსწორებაზე აკეთებენ. ეს მათ ახალი გზების პოვნაში ეხმარება, რათა კოლეგებისთვის, საბჭოს წევრებისთვის და საკუთარი თავისთვის შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრონ.

ჩვენი აზროვნების პრობლემიდან მის გამოსწორებაზე გადატანა, პერსპექტივებს ცვლის. თანამშრომლების მასიური გადინება ნამდვილად დიდ სირთულეს წარმოადგენს, მაგრამ მის სათავესთან დაბრუნება და გარკვეული საკითხების გადააზრება პოზიტიური შედეგების მომტანია. დღევანდელ სამყაროში ოპტიმიზმის გამოყენება კი ყველას გვჭირდება.

ამასთან, ცვლილებების დროს დიდი მარკეტერები იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ეს შრომატევადი იყოს, მაგრამ როცა ამისთვის სათანადო დროს გამოყოფთ, საჭირო სიცხადეს და თავდაჯერებულობას მიიღებთ. სტატიაში მოცემული მარკეტინგული რჩევები კი ბრენდის გზის აღდგენაში დაგეხმარებათ.

გაიხედეთ უკან, რათა მომავალი განსაზღვროთ

იმისათვის, რომ სამომავლო გეგმები განსაზღვროთ, მნიშვნელოვანია, წარსულ გამოცდილებაზე დაფიქრდეთ. მარკეტინგში ამას ე. წ. სამომხმარებლო მოგზაურობის წარმოსადგენად და ბრენდის ისტორიის დასაგეგმად აკეთებენ. ჩვენი მიღწევების აღნიშვნას, მიღწეული პროგრესის გაცნობიერებას და რაც მთავარია, იმ ცვლილებების ინვენტარიზაციის აღრიცხვას, რისი გაკეთებაც მომავალში გვინდა, ნამდვილი ღირებულება გააჩნია.

ცხადია, ეს პროცესი ადრე განხორციელებული სამუშაოების განხილვას, ძველ კოლეგებთან ურთიერთობას და იდეების გაზიარებას მოიცავს. თქვენ რამდენად შეგიძლიათ წარსული პოზიციებიდან შაბლონების ამოცნობა, რომლებიც საუკეთესო გზის არჩევაში დაგეხმარათ? წარმატებული ლიდერების მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, ისინი გამუდმებით ცდილობენ, ყველა პოზიციაზე მაქსიმალური ცოდნა მიიღონ, გააღრმაონ გამოცდილება და გუნდი სულ უფრო მეტად განავითარონ.

დაასახელეთ და მოითხოვეთ

შეგიძლიათ დაასახელოთ 10 ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი თქვენი შემდეგი ნაბიჯებისთვის? Nike-ის გლობალური მარკეტინგის ყოფილი თანამშრომელი იხსენებს, რომ სტრატეგიულ გეგმებზე მუშაობისას „დაასახელეთ და მოითხოვეთ“ ფრაზას იყენებდნენ. ეს იყო გამამხნევებელი ფრაზა, რათა თანამშრომლებს ღიად ეთქვათ, რისი მიღწევა სურდათ.

ამრიგად, თუ დროს იმაზე ფიქრს დაუთმობთ, რაც რეალურად გსურთ, შეგიძლიათ, უფრო ეფექტური გეგმები შეიმუშაოთ. შესაძლოა, ეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს, მრავალფეროვან და ჯანსაღ სამუშაო გარემოს თუ ლიდერებთან ურთიერთობას მოიცავდეს.

Bogpay.ge — გადახდების ციფრული პლატფორმა საქართველოს ბანკისგან

რატომ არის მეტავერსში ბრენდის ავთენტურობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი?