in

როდესაც მიზანი თანამშრომლების მუდმივი განვითარების ხელშეწყობაა — ანა ჯებირაშვილი, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი

ორგანიზაციის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საზომი თანამშრომელთა კმაყოფილებაა. სამუშაო გარემო, რომელიც კარიერული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობებს ქმნის, დიდ გავლენას ახდენს როგორც თითოეული თანამშრომლის, ასევე სრულიად გუნდის მოტივაციაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი უწყვეტ რეჟიმში ზრუნავს, რათა გუნდის თითოეულმა წევრმა საკუთარ თავში ახალი უნარები აღმოაჩინოს და შესაძლებლობა ჰქონდეს, პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოს.

თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებისა და წარმატების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი ლიდერობის განვითარების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

თუ როგორ ხდება საქართველოს ბანკის გუნდში ლიდერების აღმოჩენა და მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ამის შესახებ ლიდერების განვითარების უფროსი ოფიცერი, ანა ჯებირაშვილი, გვიყვება.

ლიდერობის განვითარების მიმართულება საქართველოს ბანკში

„ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში ლიდერობის განვითარების მიმართულება  თანამედროვე გამოწვევებისა და ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად, მენეჯერული რგოლის უწყვეტი განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს. შესაბამისად, ჩვენი გუნდის საქმიანობა სხვადასხვა პროგრამის შეთავაზებით თანამშრომლების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანია, თანამშრომლებმა აღმოაჩინონ საკუთარი მართვის სტილი, დაეყრდნონ საკუთარ უპირატესობებს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და შექმნან გარემო, რომელშიც გუნდთან ერთად ნაყოფიერი თანამშრომლობის შესაძლებლობა ექნებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მენეჯერულ რგოლთან ეფექტური თანამშრომლობის გამოცდილება შევქმნათ, ერთად გამოვკვეთოთ განვითარების პოტენციალი და უზრუნველვყოთ საჭიროებები. ასევე, გვსურს, რომ თითოეული პროგრამა პასუხობდეს გამოწვევებს, თავად პროცესი კი საინტერესო და სასიამოვნო იყოს. ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელშიც თანამშრომლები არა მხოლოდ მათთვის საჭირო ცოდნას იღებენ, არამედ ერთმანეთს გამოცდილებასაც უზიარებენ, რაც გუნდურობასა და ნეთვორქინგს უწყობს ხელს“.

პროექტები, რომლებსაც საქართველოს ბანკი თანამშრომლებისთვის ქმნის

„ჩვენ მიერ მომზადებული ყველა პროგრამა შიდა ორგანიზაციულ კვლევას ეყრდნობა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, საჭიროებები უკეთ დავინახოთ. ტრენინგ-პროგრამების მომზადებისას კომპლექსური მიდგომა გამოვიყენეთ, რომელშიც ჯგუფურ აქტივობებთან ერთად, ინდივიდუალური ფორმატიც არის გათვალისწინებული. ასევე, მაღალი რგოლის მენეჯმენტიდან გამოცდილ ტრენერთან  ერთად წყვილში ჩატარებული ვორქშოფების სერია დავტესტეთ, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და ყველა ჩართული მხარისთვის ძალიან კარგი გამოცდილება აღმოჩნდა. სწორედ კვლევისას გამოიკვეთა, რომ საქართველოს ბანკში საინტერესო გამოცდილების მქონე არაერთი ადამიანი მუშაობს და გარდა კლასიკური სატრენინგო ტიპის აქტივობებისა, წარმატებული იქნებოდა ისეთი ფორმატებიც, რომელთა ფარგლებში, მათ background-ს სხვებსაც გაუზიარებდნენ.

ცალკე მინდა აღვნიშნო Mindshare-ის ფორმატში ჩატარებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც გამოცდილმა მენეჯერებმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება კოლეგებს გაუზიარეს, რაც მოიცავდა მიმდინარე პროექტებს, წარმატებულ ქეისებს, თანამედროვე გამოწვევებს, სიახლეებს თუ სხვა საინტერესო სადისკუსიო საკითხებს. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მიმართულებებს შორის კომუნიკაციას, ნეთვორქის გამყარებას და ორგანიზაციის ერთიან აღქმას. ასევე, ეს ფორმატი სპიკერებისთვის თავის წარდგენის შესაძლებლობაცაა, რაც მათი მიღწევებისა და პოტენციალის გამოვლენას გულისხმობს. კიდევ ერთ იდეა, რომელსაც ამ პროექტის მომზადების პროცესში დავეყრდენით, ისაა, რომ ყველაზე კარგად მაშინ განამტკიცებ ცოდნას, როცა მას სხვებს უზიარებ და ეს სხვები არა მხოლოდ უშუალოდ გუნდის წევრები, არამედ მთლიანად ორგანიზაციის თანამშრომლები არიან.

გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები

„ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდისთვის მთავარი გამოწვევა ცვალებადი გარემო, ინდივიდუალური და ორგანიზაციული მიზნების თანხვედრა და თანამშრომლებისთვის ისეთი შინაარსის პროგრამების შეთავაზებაა, რომლებიც თანამედროვე ლიდერის გამოწვევებს უპასუხებს. მთავარი პასუხი ამ გამოწვევებზე კი მუდმივად კავშირზე ყოფნაა როგორც მენეჯერებთან, ასევე ტრენერებთან/ქოუჩებთან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის პროცესი ყველა ჩართული მხარისთვის ნაყოფიერთან ერთად, საინტერესოც იყოს. აქვე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა პარტნიორ ორგანიზაციას, ტრენერსა თუ ქოუჩს, რომლებიც ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობენ, რადგან  მათი პროფესიონალიზმი შედეგებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.

ყველა პროგრამა, პროცესი თუ აქტივობა ჩვენი თანამშრომლების განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. იმისთვის, რომ ყველა დაგეგმილი აქტივობა წარმატებული იყოს, მნიშვნელოვანია, თანამშრომლებისთვის ის გარემო შევქმნათ, რომელიც ჩართულობის სურვილსა და მოტივაციას გაზრდის. ვფიქრობ, რომ ლიდერობის განვითარების კუთხით უნივერსალური მიდგომა და რეცეპტები არ არსებობს. ყველა მენეჯერს აქვს თავისი სტილი და ძლიერი მხარეები, რომლებსაც წარმატებულ შედეგებამდე მივყავართ. ასე რომ, დღევანდელ კომპლექსურ გარემოში უნარების, ცოდნის და მრავალფეროვანი გამოცდილების გაზიარება წარმატების მნიშვნელოვანი საყრდენია“.

[პარტნიორის კონტენტი ]

Doer-მა გამოსავალი იპოვა — იგი თქვენს ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებად აქცევს

Stamo.AI – ქართული AI, რომელიც ბლოგებს ინტერაქციულ ვიდეოებად აქცევს