in

რატომ და როგორ უნდა შეაქონ ხელმძღვანელებმა თანამშრომლები?

ხელმძღვანელებს ერთი საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტი აქვთ, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩებათ, განზრახ თუ უნებლიედ ეს ცალკე ამბავია… აქ ჩვენ შექების სიტყვებს ვგულისხმობთ — Gallup-ის კვლევის მიხედვით, რომელიც 4 მილიონ დასაქმებულზე ჩატარდა, თანამშრომლები, რომლებსაც კვირაში ერთხელ ვერბალურად აქებდნენ, გაზრდილი პროდუქტიულობით, მაღალი ლოიალობითა და კმაყოფილებით გამოირჩეოდნენ. თუმცა მთავარი აქ ის კი არ არის, რას ეტყვით მათ, არამედ ის, თუ როგორ ეტყვით…

შექება შესრულებული საქმისთვის

ეს პრეზენტაცია ნამდვილად რთული იყო, შენ წარმოუდგენლად დიდი შრომა გაიღე მონაცემების იმგვარად ინტერპრეტირებისთვის, რომ ყველასათვის გასაგები გამხდარიყო — თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ, რომ ხელმძღვანელები მათ წვლილს ამჩნევენ, ამიტომ, როგორც ლიდერმა აჩვენეთ, რომ ყურადღებას ამახვილებთ იმაზე, რაც მნიშვნელოვანია. თქვენი შექება კი მეტად კონკრეტული უნდა იყოს, რათა ამას კონკრეტული ქმედების გაძლიერება და გამეორებაც მოჰყვეს. 

შექება კარგი ხელმძღვანელობისთვის

თქვენმა პოზიტიურმა დამოკიდებულებამ და გამხნევებამ ასეთ რთულ დროს ნამდვილად იმოქმედა გუნდზე. ისინი მოუთმენლად ელოდნენ ორშაბათის დადგომას და ნამდვილად იკვებებოდნენ თქვენი ენერგიით, რათა დაეძლიათ ყოველდღიური გამოწვევები. ეს კი სხვა გუნდებზეც გავრცელდა.

მხოლოდ საქმეების შესრულება ან შედეგები არ არის ის, რის გამოც ადამიანებს სურთ, რომ აფასებდნენ. ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა ხელმძღვანელობა, კომუნიკაციის უნარები, გამძლეობა თანაბრად მნიშვნელოვანია ბიზნესის წინსვლისთვის. ლიდერული უნარების გამო დასაქმებულების შექებით თქვენ აძლიერებთ მათ მოტივაციას, კულტურულ ქმედებებს, რომლებიც კომპანიას საუკეთესო სამუშაო ადგილად აქცევს.

შექება მომავლის უზრუნველსაყოფად

ნამდვილად დიდი ცვლილება შემოიტანეთ და მადლიერი ვარ, რომ გუნდს შემოუერთდით. ვიცით, რომ ჩვენი წარმატებისთვის თქვენი როლი მნიშვნელოვანია და თქვენი უნარების გარეშე ეს გაგვიჭირდება.

თანამშრომლების როლზე ხაზგასმა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, თანაც პანდემიამ წარმოუდგენელი სტრესისა თუ შფოთვის წინაშე დაგვაყენა, რომელიც გაურკვეველ მომავალს უკავშირდება… დასაქმებულებს სურთ, თავი დაცულად იგრძნონ მომავალში და შეეძლოთ თავიანთი წვლილის შეტანა ამ პროცესში, განსაკუთრებით ცვლილებებისა და კრიზისის დროს. საუკეთესო თანამშრომლების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად კი რეკრუტერებმა მათი თავდაჯერება უნდა გაზარდონ.

აი, მაგალითად — საბჭოსთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს, რადგან ექსპერტი ხართ, ნამდვილად ვაფასებ თქვენს აზრს და გამიხარდება თუ უკუკავშირსაც გამიზიარებთ, სანამ მათ წინაშე წარვდგები.

როდის უწყობს ხელს თავდაჯერებულობა პროექტის მენეჯერს და როდის – არა

გლობალური ემისიები 2023 წელს ახალ რეკორდს მიაღწევს!