in

უნდა მიიღოთ თუ არა თანამშრომელი ხელახლა, რომელმაც თქვენი კომპანია დატოვა?

ბუმერანგი თანამშრომლის დასაქმების რამდენიმე სავარაუდო სარგებელი არსებობს

წარმოიდგინეთ, რომ ბრწყინავალე თანამშრომელი ტოვებს თქვენს კომპანიას და სხვაგან იწყებს მუშაობას. ამის მიზეზი შესაძლოა, მაცდური ანაზღაურების შეთავაზება იყოს ან, უბრალოდ ახალი გამოცდილების მიღების სურვილი. თუმცა გადის თვეები, წლები და ისინი კვლავ თქვენს კარებზე აკაკუნებენ – როგორ ფიქრობთ, ისევ დაასაქმებდით მათ?

pasha-statiebi
pasha-statiebi

ზოგადად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციის დატოვება ორგულობად ითვლებოდა, წასული თანამშრომლის დაბრუნება კი ტაბუდადებული თემა იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ყოფილი თანამშრომლის (ე. წ. “ბუმერანგის) დასაქმების რამდენიმე სავარაუდო სარგებელი არსებობს. ექსპერტები თვლიან, რომ სამსახურში გამოცდილი ადამიანის ხელმეორედ აყვანა ნაკლებ სარისკოა, რადგან ახალ თანამშრომელზე ნაკლებ ტრენინგსა და დროს საჭიროებს. ასევე, საინტერესოა, მათი გაუმჯობესებული უნარებისა და გაღრმავებული ცოდნის საკუთარი კომპანიის სასარგებლოდ გამოყენება.

უფრო ცხადი სურათის მისაღებად, 30 000-ზე მეტი თანამშრომლის მონაცემების საფუძველზე ჩატარდა კვლევა, რომელიც ორ ძირითად კითხვაზე იყო ფოკუსირებული: 1) როგორია “ბუმერანგი” თანამშრომლების მუშაობა – იგივეა, უმჯობესდება თუ უარსდება? და 2) როგორ ეფარდება “ბუმერანგი” თანამშრომლების საქმიანობის დონე და ბრუნვის მაჩვენებელი სხვა თანამშრომლებისას?

კვლევის შედეგები კი ასეთია:

“ბუმერანგი” თანამშრომლების საქმიანობა კვლავ იგივე რჩება. გარდა იმისა, რომ მათი საქმიანობა პროგრესს არ განიცდის, მათი ხელმეორედ წასვლის მიზეზი პირველი ასეთი შემთხვევის იდენტურია. აქედან გამომდინარე, ასეთი თანამშრომელბის ქცევა საკმაოდ პროგნოზირებადია იმ ქცევის საფუძველზე, რომელიც მათ თავდაპირველად გამოავლინეს.

შიდა და გარე დაქირავებული თანამშრომლები უკეთ მუშაობენ, ვიდრე “ბუმერანგები. მართალია სამივე კატეგორიის დასაქმებულის მუშაობის დონე პირველ წელს ერთმანეთის იდენტურია, თუმცა შემდგომ უკანასკნელ მათგანს, შიდა და გარე დაქირავებული სჯობნის.

“ბუმერანგი” თანამშრომლები უფრო ხშირად ტოვებენ სამსახურს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც ერთხელ ტოვებს ორგანიზაციას, დიდი ალბათობით, კვლავ გააკეთებს ამას.

კვლევის ფარგლებში, მკვლევრებმა 3 კეტგორიად დააჯგუფეს სამსახურის დატოვების მიზეზები, რათა უფრო ცხადი გამხდარიყო, რა მიზეზით წასული თანამშრომლები უბრუნდებიან ძველ სამსახურს. შედეგად კი ასეთი ტიპის დაყოფა მიიღეს: პოზიტიური მაჩვენებელი, როდესაც პიროვნებას საკუთარი საქმიანობის განვითარება სურს (მაგალითად, სწავლის გაგრძელება); შედარებით ნეიტრალური მაჩვენებელი (პირადი მიზეზი); ნეგატიური მაჩვენებელი (სამსახურის დატოვება ცუდად მუშაობის გამო). მონაცამების თანახმად, “ბუმერანგი” თანამშრომლების უმეტესობა პირველ ორ კატეგორიაში ერთიანდება. ერთი ფაქტი, რაც მკლევრებს აოგნებთ არის ის, რომ საქმიანობის განვითარების მიზნით წასული და დაბრუნებული თანამშრომლების მუშაობა თანმიმდევრულია, წასვლამდე და დაბრუნების შემდეგ.

ამ ყველაფრის შემდეგ ისმის კითხვა, ღირს თუ არა “ბუმერანგი” თანამშრომლების ხელახლა მიღება? შეიძლება, ეს ხელსაყრელი ინვესტიცია იყოს? დასკვნებით თანახმად, მიუხედავად ყველაფრისა, ასეთი თანამშრომლების აყვანა ნაკლებ სარისკოა, რადგან ადვილია ქცევის პროგნოზირება – მოლოდინი არც მეტი უნდა გქონდეთ და არც ნაკლები, ისინი ზუსტად ისე იმუშავებენ, როგორც ადრე. ქვემოთ მოცემული ცხრილი კი დაგეხმარებათ, შეიქმნათ ერთგვარი წარმოდგენა, რას უნდა ელოდეთ სამი კატეგორიის თანაშმრომლისგან (ბუმერანგი, გარე დაქირავება და შიდა დაწინაურება). 

საბოლოოდ კი გირჩევთ, გაითვალისწინოთ თქვენი ორგანიზაციის მიზნები და თუ თქვენი გეგმა მოკლევადიან, პროგნოზირებად და ნაკლებ ხარჯებთან დაკავშირებულ პერფორმანსს ითვალისწინებს, “ბუმერანგი” თანამშრომლები შესაფერისი კანდიტატურაა.

წყარო: HBR



ნახეთ: 30 პრინტ რეკლამა ვალენტინობის დღისთვის, ცნობილი ბრენდებისგან

სიხარულის ალქიმია, ანუ მოგზაურობა სამი კოენის ცნობიერებაში