in

ბანკებს შორის თანხის მომენტალური გადარიცხვის შესაძლებლობა — სიახლე მობილბანკში

დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში, რომ კონკრეტული ბანკის ანგარიშზე გჭირდებოდათ თანხა, მაგრამ თქვენც სხვა ბარათზე გქონდათ და მეგობარსაც… ამ სხვაობის გამო კი გადარიცხვის პროცესი ძალიან იწელებოდა, რაც დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცეოდა ხოლმე. სწორედ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას უკავშირდება ეს სიახლე — ამიერიდან საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მობილბანკით ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ბანკიდან გადმოიტანონ თანხა საკუთარ ანგარიშზე და ის ბარათზე მომენტალურად აისახება.

კომფორტულ სიახლესთან დაკავშირებით უფრო დეტალურად მაიკო გორგილაძე, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გვესაუბრება.

M: პირველ რიგში მოგვიყევით, რას უკავშირდება ინიციატივა? რატომ გადაწყდა ბანკში ამ ახალი შესაძლებლობის დანერგვა?  

საქართველოს ბანკში მომხმარებლის ხმას დიდი ყურადღება ექცევა. ჩვენთვის მათი საჭიროებები უპირატესია. გადარიცხვების ფუნქციონალით საკმაოდ ბევრი მომხმარებელი სარგებლობს და დაკვირვებისას ვნახეთ, რომ არსებობდა მოთხოვნა სწრაფ გადარიცხვაზე, რადგან არასამუშაო საათებში და უქმეებზე გადარიცხვის დრო საკმაოდ ხანგრძლივი იყო (ხანდახან 2 დღეც კი) ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი მომხმარებლისთვის დაგვეზოგა დრო, გაგვემარტივებინა პროცედურები და შეგვეთავაზებინა ახალი ინიციატივა. გვინდოდა, ჩვენი 1,200,000 -ზე მეტი მომხმარებლის საჭიროებაზე მოგვერგო პროდუქტი და ასე გაჩნდა კიდეც ბანკებს შორის 24/7-ზე გადარიცხვა/ასახვის მომსახურება.

M: ყოველდღიურობაში რას და როგორ შეუმსუბუქებს ეს ახალი ფუნქცია მომხმარებლებს?

აქამდე, თუ ჩვენს მომხმარებლებს უნდოდათ საკუთარ, სხვა ბანკის ანგარიშიდან საქართველოს ბანკის ანგარიშზე თანხის გადმოტანა, ამისთვის უწევდათ ბანკომატიდან თანხის გამოტანა და თვითმომსახურების აპარატით თანხის შეტანა. დამეთანხმებით, ეს დისკომფორტია, როცა თანხა სწრაფად გჭირდება. სხვა ბანკში გადარიცხვა ან პირიქით სხვა ბანკიდან თანხის ჩარიცხვა არასამუშაო საათებში ცოტა ხანგრძლივი პროცედურა იყო. ახლა მარტივად, რამდენიმე წამში, საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით ეგრევე რიცხავთ და ისვამთ ბალანს საკუთარ ანგარიშზე ან ურიცხავთ მეგობარს, ოჯახის წევრს თუ სხვა ადამიანს. ამ ყველაფრის მოგვარება კი სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ.

M: საინტერესოა, რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ამ სიახლის დანერგვა, პროცესის გამართვა?

აღნიშნული პროცესი მოითხოვდა სხვადასხვა ფუნქციონალის ერთობლიობას და სინერგიას, რაც დროსთან იყო დაკავშირებული. როგორც კი ჩვენი მომხმარებლებისგან მივიღეთ რეკომენდაცია და დავინახეთ მოთხოვნა მომენტალურ გადარიცხვებზე, ეგრევე დავიწყეთ მუშაობა აღნიშნულ სერვისზე და დღეს უკვე ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს. მომავალში ამ სერვისის დამატებით ფუნქციონალსაც შემოგთავაზებთ.

M: უშუალოდ საქართველოს ბანკისთვის რა უპირატესობის და სარგებლის მომტანია ეს სიახლე?

საქართველოს ბანკი, რომ მოწინავე ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად ცდილობს დანერგოს ახალი, ინოვაციური და საჭირო ფუნქციონალი თავისი მომხმარებლისთვის. მომენტალური გადარიცხვები კი ის საჭიროებაა, რაც დაკავშირებულია სისწრაფესთან, გამარტივებულ ყოველდღიურობასთან და დაზოგილ დროსთან. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამით არ ვჩერდებით და უამრავ სიახლეს შევთავაზებთ კიდევ მომხმარებელს.

„ბიოგრაფმა“ „საკენის“ დეველოპერული პროექტის კომერციულ პარტნიორებთან მემორანდუმი გააფორმა

რატომ იყო დღე 19-საათიანი? — კვლევა