როგორ წესი, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის მიხედვითაც ტანსაცმელს ვარჩევთ – ვიყოთ, რაც შეიძლება განსხვავებულები და გამორჩეულები. თუმცა, საინტერესოა, რა ხდება, როდესაც ჩვენი ტანსაცმელი კი არ გამოგვარჩევს გარემოსგან, არამედ პირიქით მის ნაწილად გვხდის? ინგლისელმა ფოტოხელოვანმა, ჯოზეფ ფორდმა, გადაწყვიტა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და თავის ობიექტივში ისეთი კადრები დაეფიქსირებინა, სადაც ადამიანები თავიანთი ჩაცმულობით პირდაპირ ერწყმიან გარემო პირობებს.



















