in

შეიქმნა ჭკვიანი ტანსაცმელი, რომელიც სტრესის დონის მატებას გვამცნობს

ამისათვის დიზაინერმა LED განათება და შესაბამისი სენსორები გამოიყენა

პოლონელმა დიზაინერმა იგა ვენგლისკამ ორი ტოპი შექმნა, რომელიც ფერს იცვლის ან ციმციმებს, რათა მფლობელს სტრესის ან შფოთვის ამოცნობაში დაეხმაროს. ემოციური ტანსაცმლის კოლექცია “ტანსაცმლის აღქმის გაფართოებას” ისახავს მიზნად.

“ემოციური ტანსაცმლის კოლექცია პოლისენსორული ტანსაცმლისგან შედგება, რომელიც სენსორულ ჩანაცვლებაზე დაფუძნებულ გამოცდილებას გვთავაზობს. იგი შექმნილია იმისათვის, რომ ჩვენი მონაწილეობის გრძნობა გაააქტიუროს. ის გვეხმარება, მეტად ვფოკუსირდეთ ჩვენს სხეულზე, მაგალითად, სუნთქვითი ვარჯიშების მეშვეობით, სტრესის დონე შევამციროთ” — აღნიშნავს ვენგლისკა. სენსორული ჩანაცვლება არის, როდესაც ტვინი ინფორმაციას იღებს ერთი გრძნობიდან, როგორიცაა შეხება, და მას სხვა გრძნობად გარდაქმნის — ანუ, მხედველობად. ამ მეთოდს, ჩვეულებრივ, იყენებენ ბრაილის შრიფტის წასაკითხად. 

ტანსაცმელი თავისი სენსორებით რეაგირებს გულისცემაზე, ტემპერატურასა და კანის გალვანურ რეაქციაზე (GSR), რაც თავის მხრივ ვიზუალური განათების ცვლილებას იწვევს. უფრო კონკრეტულად, ერთ-ერთი ზედა სტრესისგან გაზრდილი სხეულის ტემპერატურის შესახებ გამცნობთ. LED განათების ჯაჭვისა და მომხმარებლის კანზე გამოყოფილი ოფლის მეშვეობით, სტრესის დონის მატებას მიუთითებს. როდესაც ფერი თბილიდან ცივში გადაინაცვლებს, ეს იმის მანიშნებელია, რომ სუნთქვის დაბალანსება და დამშვიდება გჭირდებათ. 

ვენგლისკამ, გამტარი მასალების შესაკერად, შესაბამისი ძაფი გამოიყენა. ეს ძაფი ელექტრულ დენს ატარებს, რაც სინათლის ცვლილების საშუალებას იძლევა. დიზაინერი იმედოვნებს, რომ ტოპები ადამიანებს სტრესის მართვასა და შფოთვის დარეგულირებაში დაეხმარება. 

ეს ბიოუკუკავშირს ჰგავს — თერაპიულ ტექნიკას, რომელიც ადამიანებს სხეულის ფუნქციების გაზომვასა და განსაზღვრაში ეხმარება. “ტოპებში გამოყენებული ინტელექტუალური მასალები გონებას და კოგნიტიურ უნარებს ასტიმულირებს. ტანსაცმელთან ურთიერთქმედებით, მფლობელს შეუძლია არა მხოლოდ გაიგოს სხეულში მიმდინარე ცვლილებები, არამედ მეტად ფოკუსირდეს სამოსთან პირად კავშირზე. ასევე, შესაძლებელია სხეულის რეაქციების გაკონტროლება” — აღნიშნავს დიზაინერი. 

ქიმიკოსისა და პროგრამისტის დახმარებით, იგამ რამდენიმე ჭკვიანი მატერია დატესტა, რათა საუკეთესო ვერსია შეერჩია. საბოლოოდ, მან ისეთი მასალების კომბინაცია გამოიყენა, როგორიცაა ნეოპრენი, თერმოპლასტიკური პოლიესტერი, PU ტყავი და პოლიმერული პლასტმასა. 

რეალურად, ვენგლისკა ენდი კლარკისა და დევიდ ჩალმერსის თეზისზე დაფუძნებული კოლექციის შექმნით იყო შთაგონებული — მისი მიხედვით, მატერიალურ ობიექტებს შეუძლია, ჩვენი აზროვნება დაიპყროს. “ჩემი გაგებით, კანი ადამიანის ორგანიზმის ფსიქოფიზიოლოგიურ ცვლილებებზე (ოფლიანობა, სიწითლე) რეაგირებს”.

სუპერძალა ზრუნვაშია

უნიკალური აპარტოტელი შეკვეთილში