in ,

თანხის “მაგიური” გადახურდავება The Post Office-სგან

ბრიტანულმა საფოსტო კომპანია The Post Office-მა გადაწყვიტა, საზაფხულო დასვენებების დროს, მომხმარებლებისთვის შეეხსენებინა, რომ მის მომსახურებაში არამხოლოდ ფოსტის გაგზავნა არამედ, ვალუტის გადაცვლაც შედის. ახალი ინიციატივის ფარგლებში, კომპანიამ ვიდეორგოლი გადაიღო, რომლისთვისაც ცნობილი ბრიტანელი ილუზიონისტი ბრენდან როდრიგესი მოიწვია.

The Post Office-ში თანხის გადასახურდავებლად მისული მომხმარებლები უჩვეულო მომსახურების მომსწრეები ხდებოდნენ. ფოსტის თანამშრომელი, ბრენდანი, სხვადასხვა ვალუტის ერთ კუპიურას ხელის ერთი მოძრაობით ცვლიდა. გარდა იმისა, რომ ილუზიონისტმა გადასახურდავებელი აპარატის როლი მოირგო, ის ბანკომატის ფუნქციებსაც ასრულებდა მომხმარებლისთვის. პლასტიკურ ბარათს თვალის დახამხამებაში ნაღდ ფულად აქცევდა. The Post Office-ის გაუმჯობესებულმა მომსახურებამ და საინტერესო ექსპერიმენტმა მომხმარებლები ძალიან გაახალისა.

 

როცა ძალიან ცხელა – ხილიანის ახალი რეკლამა

Safe & Sound – აპლიკაცია, რომელიც მუსიკის მოყვარულებს საავარიო სიტუაციისგან დააზღვევს