in ,

სიურპრიზი! ექსტრემალური საჰაერო გასეირნება, თანხის გადახდის ნაცვლად

გნებავთ ქურთუკი უფასოდ ?! სამხრეთ კორეაში სპორტული ტანსაცმელების ბრენდ The North Face–ს მომხმარებლებისთვის გადახდის საკმაოდ ექსტრემალური და არაორდინალური შეთავაზებები აქვს ხოლმე. გამონაკლისი არც ახლა დაუშვია და მაღაზიაში მისულ მყიდველს ცოტა სახიფათო, ამავდროულად სახალისო და მაცდური წინადადებით დახვდა.

თუ ისეთი სპორტული ბრენდის მომხმარებელი ხართ, როგორიც The North Face–ია, მაშინ არც ექსტრემალური დაბრკოლებების გადალახვა უნდა გაშინებდეთ. მითუმეტეს, როდესაც ერთი თამამი მოქმედებით სასურველ პროდუქტს უფასოდ ყიდულობთ.

მაშ ასე, ბრენდის ახალი გამოწვევა ასე გამოიყურებოდა: ნებისმიერი ღირებულების პროდუქტის საფასურის გადახდა მარტივი საჰაერო გასეირნების ხარჯზე იყო შესაძლებელი. გარდა ამისა, გადახდის ვალდებულებებში გასეირნების დროს, გზად ერთი ბილბოდრის გამტვრევაც შედიოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არაფერია იმ ბედნიერებასთან შედარებით, რომელიც მაღაზიიდან ძვირადღირებული, ახალი მოდელის ქურთუკით გასულ მომხმარებელს ეუფლებოდა. დიდი ამბავი, განა, რა უნდა ჰაერში ჩამოკიდებას, გაფრენას, ბილბორდის გამტვრევასა და მშვიდობიანად მიწაზე დაშვებას?! არც არაფერი, პირიქით, ეს საკმაოდ სახალისოა, ექსტრემალური და რაც მთავარია, მომგებიანი.

 

გულდასაწყვეტია იმ მომხმარებლების პოზიცია, რომლებმაც ამ არაჩვეულებრივ თავგადასავალზე უარი თქვეს და გადახდის სტანდარტულ მეთოდს მიმართეს. ასეთი არაჩვეულებრივი შემოთავაზებები საკმაოდ იშვიათია და ნამდვილად არ არის ხელიდან გასაშვები.

26 ოქტომბერს ჯეოსელ-ჰაბი Leavingstone-ს უმასპინძლებს

#მეგობრობისდღიური – ნათია გედენიძის ნაამბობი