TAOBA ახალგაზრდული სივრცეა რუსთავში, სადაც ელექტრონული მუსიკის მოსმენაა შესაძლებელი. დედაქალაქთან სიახლოვის გამო, მთავარი სირთულე მასთან კონკურენციის გაწევა და რუსთაველების ყურადღების მიქცევა იყო, თუმცა, TAOBA-მ რამდენიმე თვეში შეძლო საზოგადოების ინტერესის მოპოვება და ერთგვარ სცენადაც ჩამოყალიბდა. 11 აგვისტოს, TAOBA ბახმაროს ეწვევა და განტვირთვის მსურველებს, 12 საათის განმავლობაში, რამდენიმე არტისტის მოსმენის შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის: Kordz, L8, Planetarium IP, Ioane, Roma J, NodyGE.

თორნიკე ქირია, TAOBA, თანადამფუძნებელი: “ბახმაროში ამ ტიპის ივენთი აქამდე არ ჩატარებულა. გვინდა Dream Night გავაკეთოთ სტუმრებისთვის და მოვაწყოთ დაუვიწყარი საღამო, ასე ვთქვათ, გუგუნი ღრუბლებს ზემოთ.”
ივენთის ტერიტორიაზე, მსურველთათვის, განკუთვნილი იქნება კარვების ზონა.














