9
Mar
2018

#თაობა: ბებური ასათიანი – მთავარია მუსიკა გიყვარდეს და ინტერესი გქონდეს მის შესასწავლად

9 Mar 2018

მიუხედავად მრავალი სიახლისა,  ქართველმა ახალგაზრდებმა Youtube-ისა და სხვა პლატფორმების გამოყენება სრულად ვერ შეძლეს. დღეს მსოფლიოში უამრავ ადამიანს შეხვდებით, რომლებმაც საკუთარი თავი თვითონვე, სწორედ სოციალური ქსელების დახმარებით და მასში გაზიარებული კონტენტის დახმარებით შეძლეს. #თაობა წარმოგიდგენთ ახალგაზრდა მუსიკალურ პროდიუსერსა და ვლოგერს – ბებური ასათიანს, რომელიც თავის ცოდნას მუსიკალური პროდუქციის შექმნის შესახებ თანატოლებს Youtube-ის დამხარებით უზიარებს.

M: პირველ რიგში, გაგვაცანი შენი თავი…

მე ვარ ბებური ასათიანი 23 წლის DJ/Producer და Sound Engineer ქუთაისიდან, მაგრამ ამჟამად ვცხოვრობ ქალაქ ნიუ-იორკში. ერთი წლის წინ დავამთავრე ელექტრონული მუსიკის სასწავლებელი ,,Dubspot’,’ სადაც მივიღე განათლება Mixing & Mastering-ის განხრით.

M: რა იყო მთავარი მიზანი, რისთვისაც დაიწყე შენი ვიდეობლოგების გაკეთება?

უბრალოდ, მინდოდა დავხმარებოდი და  ცოდნა გამეზიარებინა მათთვის, ვისაც ჩემნაირი შანსი არ მიეცა ან უბრალოდ ენის ბარიერის გამო უცხოურ რესურესებს ვერ იყენებდა.

 

M: დღეისთვის ჩაწერილი გაკვეთილები მხოლოდ დამწყებთათვის არის განკუთვნილი თუ არის განსაკუთრებული Tip-ებიც მეტნაკლებად უკვე მოღვაწე მუსიკოსებისთვის?

მაქვს  ვიდეო ნაკრები ,,FL Studio Basics’’, რომელიც გათვლილია მხოლოდ დამწყებებზე, რადგან აქ ვხსნი უშუალოდ პროგრამასთან მუშაობას. დანარჩენ ვიდეოებს რაც შეეხება, ვთვლი, რომ გამოსადეგებია, როგორც დამწყებთათვის, ასევე უკვე მოღვაწე მუსიკოსებისთვისაც.

M: რამდენად დიდია მომხმარებლისგან გამოხმაურება და როგორ ფიქრობ, რამდენად არის მზად დღეს არსებული მილენიალების თაობა თავი სხვადასხვა მუსიკალურ მიმართულებაში გამოსცადოს.

სიმართლე რომ ვთქვა, იმაზე მეტი გამოეხმაურა აქვს ჩემს ვიდეოებს ვიდრე ველოდი, ვერც კი ვიფიქრებდი, თუ ამდენი ადამიანი იყო დაინტერესებული მსგავსი თემატიკით.
ჩემი აზრით, არ აქვს მნიშვნელობა რომელი თაობის წარმომადგენელი ხარ, მთავარია მუსიკა გიყვარდეს და ინტერესი გქონდეს მის შესასწავლად. ამჟამად იმდენი ჟანრი არსებობს ელექტრონულ მუსიკაში, რომ არამგონია რთული იყოს შენი ფავორიტი იპოვო.

M: გარდა ვიდეო ტუტორიალებისა, რეალურად რა შეხება გაქვს მუსიკალურ ინდუსტრიასთან და და უყურებ თუ არა ამას როგორც შენს ძირითად კარიერას?

თავიდანვე ვიტყვი, რომ ელექტრონული მუსიკა არამხოლოდ ჩემი ძირთადი კარიერაა, არამედ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. 16 წლიდან დავიწყე DJ-ინგი, რადგან ქუთაისში კლუბების დეფიციტი იყო, ჩემს მეგობართან (კონსტანტინ დგვილავა) ერთად შევქმენი ,,B&C Event Group’’, რომლის დახმარებითაც სხვადასხვა ლოკაციებზე ვაწყობდით ივენთებს.

რამდენიმე წლის შემდეგ, გარკვეული მიზეზების გამო, შევეშვით ამ საქმიანობას და გადავწყვიტე სერიოზული ნაბიჯები გადამედგა პროდიუსინგის კუთხით.

2012 წელს გამოვიდა ჩემი პირველი რელიზი ,, Dream City’’ Voltage Mic Rcording-ზე და 2013 წელს ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი ,,Deep Space’’ ნომინირებული იქნა ,ELECTRONAUTS’-ის დაჯილდოებაზე, როგორც წლის საუკეთესო ტრეკი.

2015 წელს, ჩემი მეგობრების დახმარებით, ქუთაისში გავხსენი ,,Noisy Room’’, სადაც სტუმრებისთვის გვქონდა გამოყოფილი ორი ოთახი, ორი სხვადასხვა მიმართულების მუსიკით. მსურველს შეეძლო თავისი მუსიკა გაეზიარებინა, მაგრამ ლოკაციის არასწორად შერჩევის გამო, მალევე მოგვიწია ამ პროექტის შეჩერება. რის შემდეგაც გადავედი თბილისში და გავხდი ,,Safe Club’’-ის Resident DJ, სადაც 2016 წლამდე გავჩერდი და გადავედი აშშ-ში საცხოვრებლად.
ამჟამად, მაქვს ორი მუსიკალური პროექტი Beburi Asatiain და BALLU რომლის ნახვაც შეგიძლიათ   მოცემულ ბმულებზე:
Beburi AsatianiBALLU.

M: რაზე აკეთებ ბლოგების ჩაწერისას ძირითად აქცენტს, ტექნიკურ დეტალებზე და კომპოზიციის მთლიანი ხაზის აწყობაზე?

აქცენტი მაქვს ტექნიკურ მხარეზე, რადგან დანარჩენი ფანტაზიის ნაწილი მგონია, ვთვლი, რომ მუსიკის წერაში არ არსებობს ოქროს წესები და საზღვრები. მაქსიმალური თავისუფლება უნდა მისცე შენს თავს.

M: ადევნებ თვალს თუ არა ქართულ ელექტრონული მუსიკის სცენას და ვის გამოარჩევდი?

სიმართლე რომ ვთქვა, დრო არ მაქვს თვალი ვადევნო ქართულ ელექტრონულ მუსიკას, მაგრამ ვლოგების შემდეგ ძალიან ბევრი კარგი ქართველი არტისტი აღმოვაჩინე. მიჭირს მათი გამორჩევა, თუმცა მაინც დავასახელებ რამდენიმეს: LUKA / MOY / ZAZA / BULWRD / UCHA / Villiescrow / DJ tomwildculture / Danniel / Beka Zakradze /Mad Man Lee

M: ქართული შემეცნებითი კონტენტი, განსაკუთრებით ვიდეოს მიმართულებით, თითქმის არ არსებობს, რას მოუწოდებდი ადამიანებს, ვინც გარკვეულ ცოდას ფლობს, რა არის ეფექტური საშუალება მის გასაზიარებლად?

ჩემი აზრით, ვლოგზე უკეთესი საშაულება არ არის ცოდნის გასაზიარებლად, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე ვაკეთებ, უბრალოდ, დატესტილი მეთოდია. ქართველი მომხმარებელი უკვე შეეჩვია Youtube-ს, ასე რომ, რელურად ღირს ამის გაკეთება.

ბებურის არხები სხვადასხვა პლატფორმებზე: Youtube, Sondcloud, Soundcloud (BALLU)MixcloudFacebookInstagram.



განხილვა