13
Nov
2017

#თაობა – ბენ უილერი: ქართულმა მუსიკალურმა ტრადიციებმა რეალურ დროში უნდა იცოცხლონ!

13 Nov 2017

ის, რომ საქართველო კულტურული თვალსაზრისით საინტერესო ქვეყნაა, ამაზე უკვე ბევრი დაიწერა და მომავალშიც ყურადღების საგანი იქნება, თუმცა ხშირად ეს კულტურული თავისებურებები თავად ქვეყნის შიგნით ხდება გაუცხოების საგანი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. ამავე დროს, ვაწყდებით სიტუაციებს, როდესაც ჩვენმა მემკვიდრეობამ, ისე დააინტერესა უცხო ქვეყნის მკვიდრები, რომ მათ საქართველოში ჩამოსვლა და თავისებურებების კვლევა განიზრახეს. #თაობა წარმოგიდგენთ ეთნომუსიკოლოგისა და კომპოზიტორის, ბენ უილერის გზას სიეტლიდან თბილისამდე, რომელიც კავკასიელი ხალხის ფოლკლორულ ტრადიციებს იკვლევს.

Photocredit: Misha Antadze

M: პირველ რიგში, მოკლედ რომ მოგვიყვე შენს შესახებ…

მე ბენ უილერი ვარ, სიეტლიდან, აშშ – მუსიკოსი, ეთნომუსიკოლოგი, კომპოზიტორი და მასწავლებელი. ბოლო 6 წლის განმავლობაში, ვასრულებ და ვსწავლობ მუსიკას კავკასიის რეგიონში, თბილისში კი 1 წლის წინ სრულიად გადმოვცხოვრდი.

თითქმის ყველაფერი, რასაც კი პერსონალურად და პროფესიული მხრივ ვაკეთებ მუსიკას მოიცავს – ეს იქნება ექსპერიმენტული მუსიკის შექმნა და დაკვრა, მოგზაურობა რეგიონის მასშტაბით, საველე ჩანაწერების შეგროვება Mountains of Tongues პროექტისთვის, აკადემიური წერა მუსიკაზე ლოკალური და საერთაშორისო ჟურნალებისთვის და მეგობრებთან ერთად, სხვადასხვა მუსიკალური საღამოების ორგანიზება.

M: რა იყო შენი ძირითადი მუსიკალური ინტერესის სფერო მოზარდობის ასაკში?

სიეტლის მიდამოებში გაზრდისას, არსებული დამოუკიდებელი მუსიკის საკმაოდ მდიდარი ისტორია, მთლიანად განსაზღვრავდა იქაურ ატმოსფეროს.

იმისთვის, რომ სიეტლის გრანჟ სცენის ნაწილი ვყოფილიყავი, საკმაოდ გვიან დავიბადე, მაგრამ იმ პერიოდმა და მთლიანად მოძრაობამ განურჩევლად ჟანრისა, ლოკალურ მუსიკალურ კომუნაზე საკმაოდ დიდი და დადებითი გავლენა იქონია. მალევე საკმაოდ მრავალფეროვან მუსიკასა და მუსიკოსებს გავეცანი და სხვადასხვა ბენდებში დაკვრა გადავწყვიტე. ბენდებში დაკვრისას განსხვავებულ, მცირე ზომის ვენიუებზე დაკვრა მიწევდა და შესაბამისად ჩემი ამჟამინდელი მეგობრების უმეტესობაც სწორედ მსგავს სიტუაციებში გავიცანი. როგორღაც დავინტერესდი საკმაოდ ნიშური ჟანრით, რომელსაც “mathrock” ეწოდება, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ვაგრძელებდი ჰარდკორ და ინდი როკ ბენდებში გამოსვლებს. სწორედ უცნაური რიტმები იყო, რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა უნივერსიტეტში მუსიკა მესწავლა, პირველად ბულგარული მუსიკა მოვისმინე და ასე აღმოვაჩინე ეთნომუსიკაც.

M: როგორც ვიცი, თბილისის კონსერვატორიაში ეთნომუსიკას სწავლობდი. რატომ საქართველო? რა სახის კავშირები და ინფორმაცია გქონდა ამ ქვეყნის შესახებ, სანამ ჩამოხვიდოდი?

სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, იმ დრომდე უკვე ვიცოდი, რომ კავკასიის რეგიონის ეთნომუსიკასთან დაკავშირებული საკითხების კვლევა მინდოდა. საკმაოდ კარგად გამოვიკვლიე რეგიონის ტრადიციები, რამაც ძალიან დამაინტერესა, მეტიც – ბლოგიც კი წამოვიწყე სადაც ვწერდი აქაურ მუსიკაზე და ვავრცელებდი მისი მეშვეობით.

ინდონეზიური გამელანის პროფესორმა, რომელთანაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი მითხრა პოლიფონიური კონფერენციის შესახებ, რომელსაც თბილისში დაესწრო, მან ასევე გადმომცა კონტაქტები საერთაშორისო ტრადიციული პოლიფონიის შემსწავლელი ცენტრის ფაკულტეტის და საკმაოდ მალე მე უკვე აქ ავღმოჩნდი, სადაც 1 წლიან ქართული ფოლკლორული მუსიკის კურსში ჩავერთე.

Photocredit: Andro Eradze

M: როგორც ეთნომუსიკოლოგს, რა იყო შენი პირველადი შეგრძნებები, როცა ქართულ პოლიფონიას მოუსმინე?

ვფიქრობ, ჩემი ეთნომუსიკოლოგის მხარე უფრო ნაკლებად იყო გაოცებული ქართული პოლიფონიით, ვიდრე კომპოზიტორისა. ქართული მუსიკის ჰარმონიულობამ მალევე მომხიბლა. როგორც ეთნომუსიკოლოგი კი, მუსიკალურმა სტრუქტურებმა გამაოცა. რეალური სიამოვნების განცდა კი მაშინაა, როდესაც ამ ყველაფრის სოციალურ, ისტორიული და მუსიკალურ ფონს ვეცნობით და დამერწმუნეთ ეს პირველივე მოსმენაზე არ მოდის. მე ამ მუსიკის სხვადასხვა კონტექსტში მოსმენა მომიწია, რის შემდეგაც დავიწყე ამ მიმართლების შეცნობა. როგორც ინსტრუმენტალისტი, საშუალოზე დაბალი ვოკალური მონაცემებით, ცოტათი დაშორებულად ვგრძნობდი თავს ყოველთვის ფოლიფონიისგან. ჩემი პროფესორები კონსერვატორიაში ცოტათი გაკვირვებულები დარჩნენ, როდესაც ჩემი თეზისი, არა-ვოკალური ფოლიფონიის საოცარ ნიმუშს. ჩონგურის სოლო ვირტუოზულ ვარიაციებს დავუთმე.

M: შეგიძლია დეტალურად აგვიხსნა, რას გულისხმობს შენი პროექტი Mountains of Tongues?

Mountains of Tongues-ს პროექტი წამოვიდა იმის გაცნობიერებიდან, რომ კავკასიის რეგიონის ტრადიციები (ქართული პოლიფონია, აზერბაიჯანური მუღამი და სომხური დუდუკი) მათი სილამაზით, კომპლექსურობითა და ისტორიით, არაპროპორციულ ყურადღებას იპყრობდნენ აკადემიური, ინსტიტუციური და ფინანსური დახმარების გზით. რეგიონის მცირე კომუნებში ისევ არსებული განსაკუთრებული მუსიკალური ტრადიციები არ იყო ჩაწერილი და არავინ ცდილობდა მათ დახმარებას. სტეფან ვილიამსონ ფამ (ჩემი ერთ-ერთი  ახლო მეგობარი და ამ პროექტის პარტნიორი) და მე გადავწყვიტეთ, რომ კატალოგი გაგვეკეთებინა და ეს ნაკლებად ცნობილი მუსიკა ჩაგვეწერა. ამ ყველაფრის ერთ-ერთ რეზულტატი კი ჩვენი ფირფიტა:  Mountains of Tongues: Musical Dialects of the Caucasus-იყო, რომელიც 19 ჩანაწერს აერთიანებდა მთელი რეგიონიდან, მათ შორის ლინგვისტურ, რელიგიურ და ეთნიკური უმცირესობებიდან.

ჩვენი აზროვნება და მეთოდები ამ მიმართლებით უფრო გაფართოვდა. ის რის გაკეთებასაც ახლა ვცდილობთ არის ის, რომ უფრო გავაფართოვოთ ტრადიციული მუსიკის ფოკუსი და უფრო მეტად ავსახოთ რეგიონის მუსიკალური ცხოვრება. პროექტი ამჟამად ორგანიზაციად გარდაიქმნა, რომელიც სხვადასხვა ინკლუზიურ, საგანმანათლებლო და ინტერაქტიულ მულტიმედიურ პროექტებს ახორციელებს.

ერთ-ერთი საკითხი რომელზეც ყურადღების გამახვილება მინდა არის ის, რომ ვხედავ თბილისში, განსაკუთრებით ახალგაზრდა ტოტალური უარყოფა  და გულგრილობაა ისეთი ტრადიციებისა, როგორიცაა ქართული პოლიფონია. ეს ის მდგომარეობაა, რომლისაც აბსოლიტურად მესმის. პოლიტიკურად და იდეოლოგიურად, ამ ტრადიციების უმეტესობა მითვისებული იქმნა ნაციონალიზმის მიერ, სადაც მისი ძირითადი მუსიკალური დისკურსი მთლიანად დაკარგულია. ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მიზანია რომ ვორქშოპების და დისკუსიების მეშვეობით ილუსტრაცია მოვახდინოთ მუსიკის სხვადასხვა ბუნების და ადამიანების ინტერესი ისევ მივაპყროთ კულტურული მემკვიდრეობის. რათქმა უნდა ეს არის კულტურული მემკვიდრეობა, მაგრამ არა მხოლოდ. მუსიკა არასდროს არ არის ერთ კონტექსტში, ნეგატიურში თუ პოზიტიურში მოსაქცევი. მსგავსი მიდგომა უბრალოდ არ აფასებს მუსიკის მრავალსახოვნობას.

Photocredit: Misho Antadze

პროექტის შემდეგი ასპექტი კი  Creative Education Studio-შია, სადაც კურსი სახელად „მსოფლიო კომპოზიცია“ წამოვიწყე, რომელიც ტრადიციულ მუსიკას, კრეატიული კომპოზიციის შემქნის მთავარ წყაროდ განიხილავს. მჯერა რომ ეს ამ მუსიკის მიმართ ინტერესის გამოცოცხლებისკენ გადადგმული ერთ-ერთი გზაა ამავდროს ავირიდოთ  ძლიერ გაჯერებული  იდეოლოგიური კონოტაციებიდა ამ მიდგომით მისი შენახვა ახალი თაობისთვის. განახლებულ ინტერესს მივყავართ უფრო მეტ შესრულებასთან,  სწავლებასთან და ინტერაქციასთან ტრადიციულ მუსიკოსებთან. მივედი იმ დასკვნამდე, რომ მუსიკალური ტრადიციების შენახვა ვერ მოხერხდება მხოლოდ მისი ჩაწერით. ტრადიციებმა უნდა იცოცხლონ რეალურ დროში და ეს ვერ მოხერხდება იმის არქივაციით, რაც წარსულში იყო.

M: ყველაფერთან ერთად რადიო GIPA-ში შოუც მიგყავს, რა სახის მუსიკის წარმოჩენას ცდილობ ამ კუთხით?

შოუს სახელია „Caucasus All Frequency,” რომელიც იმ ჩარჩოებზე მიუთითებს, რაშიც ვმუშაობ. როგორც ჩემი მთავარი პროექტის გაგრძელება, იდეა უფრო ფართო მიდგომის დამკვიდრებაში მდგომარეობს. რეგიონთან დაკავშრებული ყველა მუსიკა ყურადსაღები და კარგად მოსასმენია. ჩემს მიერ გაკეთებული საველე ჩანაწერებით, გამოყენებული ფირფიტებით, ბაზრობაზე შეგროვებული კომპაქტ დისკებით, კონცერტების ჩანაწერებითა და ინტერვიუებით ვცდილობ მსმენელს გზა გავუხსნა კავკასიურ ჟღერადობასთან, მათ მუსიკალურ განსხვავებულობასთან და სხვადასხვა ისტორიებთან, რომლებიც მუსიკასთანაა დაკავშირებული. ამ ეტაპისთვის შოუ ჩემს შეგროვებულ ჩანაწერებზე, რეგიონში მოღვაწე მეტალ ბენდებსა, ექსპერიმენტალური მუსიკის ფესტივალებზე და სხვა საკითხებზეა ჩაწერილი.

M: ვინაიდან მუსიკასაც ქმნი, გეგმავ თუ არა ლოკალურ არტისტებთან კოლაბორაციას?

ძალიან გამიმართლა რომ თბილისში რეალურად ახლო მეგობრების ჯგუფი მყავს, რომლებსაც სწორედ მუსიკის დახმარებით შევხვდი: Vazhmarr-ს, TeteNoise-ს, Scott McCulloch-ს და მე პატარა კოლექტივი გვაქვს. ჩვენ ასევე ცალ-ცალკე ვუკრავთ და ვეხმრებით ერთმანეთს, ასევე გამოვდივართ სხვადასხვა შემადგენლობით. ვაჟა და მე ხშირად ერთად ვუკრავთ და ამას ახალ პროექტებამდე მივყავართ, სადაც მეც და ისიც სხვადასხვა ინსტრუმენტების კომბინაციის და ჩაწერის ტექნიკას ვიყენებთ. ტეტემ ახლახან საკუთარი ლეიბლი, 100tapes წამოიწყო, სადაც იგი ლოკალურ ambient/drone/lofi/noise მუსიკას წარმოაჩენს – სწორედ აქ გამოვა ჩემი შემდეგი ჩანაწერები რამდენიმე თვის განმავლობაში. ახლახანს დავიწყე კოლაბორაცია Kid Jesus-ის წევრთან, ლევან შანშიაშვილთან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს შემდეგი პროექტი გახდება, სადაც იმპროვიზირებულ ემბიენთ მუსიკას ქალაქის მასშტაბით დავუკრავთ.

M: დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის…

 



განხილვა