in

„ხალხი მადლობას გვიხდიდა და გვეუბნებოდა: „გვეშველა!“- TAOBA, გასართობი სივრცე რუსთავში

Startauperi
Startauperi

„2 თვეზე მეტხანს ვერ გაქაჩავს, რუსთავია!“ – თორნიკე ქირიამ, თემო გუმბერიძემ და თაზო ჩხაიძემ გადაწყვიტეს, TAOBA-ს ახალგაზრდული სივრცით, აზოტისა და მეტალურგიის ქალაქის შესახებ წარმოდგენები შეცვალონ და იმ მცირერიცხოვან გასართობ დაწესებულებებს შეუერთდნენ, რომლებმაც ქალაქ რუსთავში გაამართლა და წარმატებით ფუნქციონირებს.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/taobabar/videos/587256284987806/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

„ჩვენი პირველი სატესტო „ივენთის“ მერე ხალხი მადლობას გვიხდიდა და გვეუბნებოდა: „გვეშველა“ – სწორედ ასეთი უკუკავშირის შემდეგ გადაწყდა, რომ TAOBA უნდა იყოს და მის განვითარებაზე ზრუნვა საჭიროა. რა ტიპის სივრცეს ქმნის TAOBA, ვინ არის მისი სეგმენტი და როგორია მისი განვითარების მოკლე თუ გრძელვადიანი გეგმები, მარკეტერის შეკითხვებს თორნიკე ქირიამ უპასუხა:M: რატომ გადაწყვიტეთ, რომ  რუსთავს სჭირდებოდა TAOBA-ს ტიპის სივრცე?
გვინდოდა, ისეთი რაღაც გაგვეკეთებინა, რისი დეფიციტიცაა ქალაქში. რუსთავის მთავარი პრობლემა არის ის, რომ თბილისთან ძალიან ახლოსაა და ამიტომ, თითქმის არასდროს არაფერი ხდება ქალაქში. ჩვენი იდეის განსახორციელებლად, ვეძებეთ შესაფერისი ადგილები, სივრცე შევარჩიეთ ძველ რუსთავში და საკუთარი ხარჯებით, საკუთარი ხელებით მოვაწყეთ იქაურობა.M: როგორია TAOBA-ს კონცეფცია?
გახნილ, ღია სივრცეში, არცისე ბევრი დასაჯდომი ადგილი გვაქვს და სადმე თავისუფალ ადგილს თუ ნახავ, ვიღაცას მიუჯდები გვერდით – TAOBA ერთმანეთთან აახლოებს ახალგაზრდებს. TAOBA-ს ერთ-ერთ კედელს ამშვენებს, ჯერჯერობით, ერთი – მაიმუნისა და კოსმონავტის მურალი – დედამიწისა და კოსმოსის სინთეზით და ნებისმიერ მხატვარს შეუძლია, ჩვენთან მოვიდეს და მოხატოს სივრცე. ვცდილობთ, თავისუფლება, უშუალო კომუნიკაცია – TAOBA-ს კონცეფცია და ატმოსფერო სხვადასხვა ფორმით – ვიზუალურად, მუსიკალურად და ა.შ. გამოვხატოთ.
M: ვინ არის TAOBA-ს სეგმენტი?
პირველმა ღონისძიებამ დაგვანახა, ვისზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი – პროგრესულად მოაზროვნე თანამედროვე ახალგაზრდები, რომლებსაც უყვართ თავისუფლება, მუსიკა, ურთიერთობები და უწევთ თბილისში წასვლა იმ სიამოვნების მისაღებად, რომელსაც რუსთავი მათთვის აქამდე ვერ უზრუნველყოფდა.M: რა არის თქვენი მიზანი, რისი მიღწევა გინდათ ამ სივრცის შექმნით?
გვინდა, რომ TAOBA-მ ერთგვარი ბიძგი მისცეს ელექტრონული მუსიკის განვითარებას რუსთავში და ჩვენი სივრცე იქცეს დამწყები მუსიკოსების აღმოჩენის ასპარეზად. თავიდან, არჩევანის გაკეთება მოგვიწია ბენდებსა და ელექტრონულ მუსიკას შორის და იმის გათვალისწინებით, რომ რუსთავს ძალიან აკლია მუსიკის ეს სფერო, აქცენტიც, შესაბამისად, ამ მიმდინარეობაზე გავაკეთეთ. ახლა რეზიდენტებს ვაგროვებთ, რომლებიც ხშრად გამოვლენ TAOBA-ს აუდიტორიის წინაშე. ჩვენი მიზნების სამომავლო პერსპექტივები ნათლად რომ დაგანახოთ, რუსთავში ვხედავთ პოტენციალს, რომ მას შეუძლია, იქცეს ელექტრონული მუსიკის მსენელებისთვის ძალიან საინტერესო და საყვარელ ქალაქად საქართველოში.M: როგორია სივრცის განვითარების თქვენეული ხედვა?
ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, არ გვაქვს პრეტენზია, რომ კონკურენცია გავუწიოთ თბილისის რომელიმე სივრცეს. ორიენტირებულები ვართ რუსთავსა და რუსთაველ ახალგაზრდებზე. სწორედ მათი მუხტი დაგვანახვებს, დროთა განმავლობაში, რომ ჩვენი იდეა მუშაობს. დღეს, გვაქვს ასეთი რეალობა, რომ რადგან რუსთავში ასეთი სივრცე არასდროს ყოფილა, ხალხსაც არ აქვს გამოცდილება, რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეს ჩვენგან – რომ ეს არ არის ბარი, სადაც წინასწარ დაჯავშნი მაგიდას და ა.შ. ჩვენც, ასეთი საქმე აქამდე არასდროს გვიკეთებია და ახლა ვსწავლობთ. შეიძლება, ბევრი შეცდომა დავუშვათ, მაგრამ მთავარია, მოგვწონს და გვჯერა იმის, რასაც ახლა ვქმნით.

გადამუშავებული პლასტმასით შექმნილი მანჩესტერ იუნაიტედის ფორმა – Adidas-ის სასარგებლო კამპანია

როგორ გამოვნახოთ დრო და საშუალება “ნეთვორქინგისთვის”?