6
Sep
2019

ბევრი პროფესიის მქონე მუსიკოსი, ანუ იაკობ სურმანიძე, #თაობა

6 Sep 2019

ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ ელექტრონული ბგერები მისი სულისთვის ახლო იყო.. მერე ქართული ხალხური მუსიკიდან სწორედ ელექტრონულ მუსიკაში გადაინაცვლა და ნელ-ნელა საზოგადოებისთვის შემოქმედების გაზიარება დაიწყო.. იაკობ სურმანიძე 5 წელია ამ მიმართულებით მუშაობს, თანაც, საკმაოდ წარმატებულად.. მისი საქმიანობის შესახებ #თაობა იაკობს გაესაუბრა:

M: გაგვაცანი შენი თავი – ვინ არის იაკობ სურმანიძე?

მე ვარ ხელოვნებაზე შეყვარებული და მონოტონურად აღფრთოვანებული მუსიკისადმი.. ვარ Dj/Producer, ასევე, მოცეკვავე და სპორტით დაკავებული..

M: როდიდან დაიწყე მუსიკასთან ურთიერთობა?

მუსიკის კეთება დავიწყე 5 წლის წინ. როდესაც რითმების მოზღვავებული ემოციები დამიგროვდა, ჩემი ემოციის, ჩემი გრძნობების, ჩემი სიამაყის, ჩემი ვირტუოზული წარმონაქმნების გაერთიანება გადავწყვიტე – ამ ყველაფრის ჩადება ჩემს შემოქმედებაში..

M: როგორ გახსენდება შენი პირველი შეხება მუსიკასთან?

მუსიკასთან ჩემი პირველი შეხება მაშინ მქონდა, როცა ცეკვა დავიწყე. ყოველი რითმი მგრძნობიარედ ჩამესმოდა ყურში.. ვცეკვავდი ქართულ ხალხურ ცეკვებს, რომელშიც არც ერთი ელექტრონული ბგერა არ მესმოდა.. დროთა განმავლობაში, სხვა ჟანრებსაც შევეხე და მათ მონოტონურ ხმას თუ ვოკალს ვაერთიანებდი.. ერთ დღესაც, როცა გასტროლზე ვიმყოფებოდი, ანსამბლის შეკრებაზე ყველა თავის ემოციას გამოხატავდა მუსიკისადმი. მე ამ ყველაფერმა არ დამაკმაყოფილა და როცა მკითხეს, თუ რა ემოციას მოჰქონდა ჩემთვის მუსიკას, მეგობრები ერთ-ერთ ლოკალურ კლუბში წავიყვანე. როდესაც შევედი, როგორც მოცეკვავეს შეეფერებოდა წელში გამართული ყელმოღერებული ადამიანი წარვსდექი, მაგრამ რამდენიმე წუთში არა ქართული, არამედ ელექტრონული პირველი რითმი მოხვდა ჩემს ყურს და ნელ-ნელა ცეკვა დავიწყე… ცეკვა 9 საათზე მეტი გაგრძელდა და დილით მივხვდი, რომ ამ სფეროში მეც უნდა მეცადა ბედი. ადრეულ ასაკში დავიწყე ქართულ ხალხურ საკრავებზე დაკვრა, მაგრამ, როცა ჩემი ყურთა სმენა განვითარდა, ქართულ ხალხურ საკრავებს დავამატე ელექტრონული საკრავები და მუსიკისადმი სულ სხვა დამოკიდებულება ვიგრძენი..

M: როგორ განვითარდა შენი მუსიკალური კარიერა დროთა განმავლობაში? 

ეს ყველაფერი ჩემთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და იმაზე ფიქრი დავიწყე, უფრო იდეალური როგორ შეიძლებოდა, გამხდარიყო ჩემი შემოქმედება. ერთ დღესაც მოვიძიე, სად შეიძლებოდა თბილისის მასშტაბით ამ კუთხით ჩემი განვითარება.. ძიების დროს CES იგივე Creative Education Studio-ს პოსტი აღმოვაჩინე და წავიკითხე ლექციების და კურსების შესახებ… ინტერესი უფრო გაღვივდა და დამფუძნებლებს მივწერე… ღია კარის დღეზე მივედი და სტუდიის კარის გაღების დროს მივხვდი, რომ ეს სფერო ჩემში იყო. ლექტორების მიერ ახსნილი ყველა ასო თუ ბგერა მამახსოვრდებოდა… პირველი კურსის დამთავრების შემდეგ, დავიწყე დაკვრა სხვადასხვა ლოკალურ სცენაზე. გამოვჩნდი, როგორც ახალიი მუსიკოსი.. თუმცა, არც ამ ყველაფერმა დამაკმაყოფილა და გავაგრძელე სწავლა უკვე Producing-ის სფეროში, სადაც თავიდან ისე არ აღმოჩნდა, როგორც მე ვფიქრობდი, მაგრამ, დროთა განმავლობაში, ყველაფერიი დალაგდა და თავისი ადგილი დაიმკვიდრა ჩემში..

M: ამჟამად რას საქმიანობ? (ახლაც თუ სადმე უკრავ, ან რაიმესთვის თუ ქმნი მუსიკას და ა.შ)

ამჟამად ვთამაშობ ფეხბურთს, მაგრამ ტრავმის გამო ჩემი კარიერა შეჩერებულია.. მკურნალობას გავდივარ, სამაგიეროდ, ათმაგად დიდი დრო მაქვს მუსიკასთან ურთიერთობისთვის და ეს მაბედნიერებს..

M: ძირითადად, რა ჟანრში მოღვაწეობ?

მაქვს სამი პროექტი ესენია: Yakudza/Kicune Nekomata/Jacob Hertz.. სამივე პროექტი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.. Yakudza არის Electro/Dnb techno/Dub Future acid/Detroid House.. Kicune Nekomata არის Micro minimal deep house.. Jacob Hertz კი Industrial Techno/Acid Techno/Garage techno.

M: რა არის შენი ინსპირაციის წყარო?

ჩემი შემოქმედების ინსპირაციის წყარო არის: ქუჩა, ეზო, საზოგადეობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ყველა ის მომენტი და მოძრაობა, რომელშიც ბგერა ისმის. სწორედ ყველა ეს ბგერა მაძლევს მომავალი ნამუშევრის შექმნისთვის შთაგონებას.

M: როგორ ფიქრობ, როგორი ნიადაგია თბილისი შენი მუსიკისთვის?

ჩემი მუსიკისთვის თბილისის ნიადაგი საკმაოდ ნოყიერია და არამარტო თბილისის – მთლიანად საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა თუ რაიონისაც.. საზღვარგარეთიც ამგვარადვე შეიძლება, მოვიაზრო, რაც კიდევ უფრო მაძლევს მოტივაციას იმისთვის, რომ არ უნდა მოვდუნდე და ვაკეთო/გავავრცელო ახალი ნამუშევრები, რისთვისაც გულწრფელ და უსაზღვროდ დიდ მადლობას ვუხდი ჩემს თითოეულ მსენელს.

M: რომ არა მუსიკა..

ალბათ, რომ არა მუსიკა, არ მექნებოდა ხელი, ფეხი, ყურები, სმენა და მთლიანად ხერხემალიც კი.. და არ იარსებებდნენ ის ადამიანები, ვინც ახლა ჩემ ირგვლივ ტრიალებს. ალბათ, განმარტოებული და დეპრესიაში მყოფი პიროვნება ვიქნებოდი..

M: დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის..

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა