11
Apr
2017

#თაობა – K’A – ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა ჰიპ-ჰოპმა და ქართული მასის თავის სასიკეთოდ შემოტრიალება შეძლო

11 Apr 2017

ქართული ჰიპ-ჰოპ კულტურა 20-ზე მეტ წელიწადს ითვლის, თუმცა მასში დანახული თანამედროვე ტენდენციები მხოლოდ ბოლო 6-7 წელიწადში შეგვიძლია დავინახოთ. #თაობა ესაუბრა ქართველ ჰიპ-ჰოპ არტისტს K’A-ს, რომელმაც ახლახანს ალბომი „ტრიუმფალური თაღი“ გამოუშვა

M: პირველ რიგში გვითხარი მოკლედ შენ შესახებ…

მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი კვანჭახაძე, ასევე ცნობილი როგორც ჰიპ-ჰოპ არტისტი K’A (ქეი’ეი). ჰიპ-ჰოპს როგორც ამერიკულ კულტურასა და ჟანრს ცოტა გვიანი ასაკიდან ვეზიარე. იმ დროს როცა ჩემი თანატოლები 2pac-სა და B.I.G-ს უსმენდნენ მე არ მქონდა ჩამოყალიბებული მუსიკალური მიმდინარეობა, რომელსაც გამოვარჩევდი. ვუსმენდი ყველაფერს – მამაჩემის რეკომენდაციით Pink Floyd და The Beatles-ებიდან დაწყებული დამთავრებული არტისტებითა და ჯგუფებით, როგორებიც იყვნენ Backstreet Boys, Nsync, Spice Girls  და სხვა. ჰიპ-ჰოპმა კი, დაახლოებით მეათე კლასიდან გამიტაცა. ბავშობიდან შემოქმედებით პერსონა ვიყავი. მიყვარდა Fantasy ჟანრის მოთხრობებისა და ლექსების წერა. უკვე იმ დროს, როდესაც სკოლას ვამთვრებდი, ჰიპ-ჰოპში ბოლომდე ჩაფლული ვიყავი. ვსწავლობდი მის ისტორიას. Golden Age-იდან მოყოლებული სამხრეთული სტილის აყვავების პერიოდამდე დამთავრებული ვკითხულობდი და ვუსმენდი ყველაფერს. სწორად იმ დროს ჩემი ლექსების ჰიპ-ჰოპ ბითებზე გადაწყობა ვცადე და ასე დაიწყო ყველაფერი.  

M: ვინ იყო შენი ჰიპ-ჰოპ მუსიკით დაინტერესების მთავარი ინსპირატორი?

გაგიკვირდებათ და იმ დროისთვის გაბატონებული არც 2Pac და არც Notorious BIG. ადრე კალათბურთს ვთამაშობდი. პროფესიონალურ კარიერას ვუმიზნებდი და შესაბამისად ჩემი მთელი დრო, სწავლის პარალელურად, სპორტს მიქონდა. ადრე ინტერნეტ სივრცეში გამოდიოდა  ქუჩის კალათბურთის ვიდეოების კრებული, რომელსაც AND1 Mixtapes ერქვა, სადაც ნაჩვენები იყო შავკანიანები როგორ ვირტუოზულ ილეთებს აკეთებდნენ და ატყუებდნენ მოწინააღმდეგეებს. სწორად ერთი-ერთი „მიქსთეიპის“ „საუნდტრეკად“ ჩემი ინსპირატორი არტისტის Fabolous-ის Whats my name იყო.

 

მახსოვს გადავაკეთე ამ სიმღერის ტექსტი ჩემი გუნდის წევრებზე და როცა „გავურეპე“ და მაგრად „გაუსწორდათ“ მივხვდი რომ უნდა გამეგრძელებინა, რადგან მათმა ასეთმა რეაქციამ ჩემში ბედნიერების განცდა აღძრა.

M: უკვე რამდენიმე წელია რაც ამ სფეროში მოღვაწეობ, როგორ შეაფასებდი განვითარების ტენდენციას სცენაზე?

თუ არ ვცდები, მეთერთმეტე წელია რაც ამ სფეროში ვარ. თავიდან იყო ტენდენცია, რომ ქართული რეპი ტეხავდა და გოიმობა იყო, რადგან უინტერნეტობის გამო, არც იმდროინდელი არტისტები იყვნენ წესიერად ინფორმირებულები კულტურის შესახებ და არც თვითონ მსმენელი. შესაბამისად, არტისტი თავისებური შეხედულებით ავითარებდა ჰიპ-ჰოპს და საკუთარ სტილს, რომელიც მასისთვის მიუღებელი იყო, რის გამოც ჩამოყალიბდა ქართული ჰიპ-ჰოპისადმი თავისებური შეხედულება და ერთგვარი უარყოფითი „კლიშე“. მეც შესაბამისად, ამ კლიშეს თავის არიდების მიზნით, ვცდილობდი განსხვავებული ვყოფილიყავი და ავყევი ტენდენციას რომ ქართული ტეხავს და ა.შ, რის გამოც ინგლისურად ვაკეთებდი „ტრეკებს“ (სიმღერებს). როდესაც უკვე ინგლისურენოვან ორას ჩანაწერამდე და ოთხას ტექსტამდე ავედი და ჩავწერე ბოლო არაოფიციალური ალბომი ე.წ მიქსთეიპი K’A – My Hustle

შევამჩნიე რომ ქართული ჰიპ-ჰოპის ტენდენცია იცვლება. გამოჩნდნენ  არტისტები, რომლებიც ქართულ ენაზე ხარისხიანად აკეთებენ ამ საქმეს  და გადავწყვიტე მთელი ინგლისურენოვანი გამოცდილება ქართულ ენაზე გადმომეტანა, რამაც ძალიან დადებითად იმოქმედა ჩემი, როგორც ქართულენოვანი არტისტის ჩამოყალიბებაში. შედეგად, მივაყოლე ორი ქართულენოვანი მიქსთეიპი 24/7 და Pussy, Weed & წარმატება.

M: ზოგადად არის ხშირად უცხოურ სცენაზეც ტენდენციები რომ იყოფიან Crew ებად და საერთო ინტერესებით არტისტები. როგორია ვითარება აქ? თუ ლოკალური სცენა იმდენად მცირეა რომ ამის საჭიროებაც არ არსებობს?

თქვენ წარმოიდგინეთ ლოკალური სცენა არც თუ ისე მცირეა. Crew-ები დაყოფილია არა მარტო სახელით, არამედ რეპის ქვეჟანრობრივადაც. ცნებას როგორც Crew საქართველოში სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სახელს არქმევდნენ, რომელიც საბოლოო ჯამში ერთსა და იმავე მნიშვნელობას ატარებდა. Crew-ს უწოდებდნენ კლანს, დაჯგუფებას, გაერთიანებას, ჯგუფს და საბოლოოდ ლეიბლსაც კი. სიტყვა Crew-ს დღეს-დღეობით  ქუჩის მოცეკვავეები იყენებენ.

M: როგორც MC როგორ შეეფასებდი ქართველი პროდიუსერებს? დაახლოებით 10 წლის წინ რთული იქნებოდა წარმოდგენა ალბათ ამ ხარისხის პროდუქციაზე.

ორი აზრი არ არსებობს, რომ ამ 10 წლის განმავლობაში, ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა ჰიპ-ჰოპმა და ქართული მასის თავის სასიკეთოთ შემოტრიალება შეძლო. ამის გამო ძალიან დიდი პატივისცემა მინდა გამოვთქვა ყველა იმ ადამიანის მიმართ ვინც თავისი შრომითა და კარგი გათვითცნობიერებულობით ხელი შეუწყო ამ პროცესს. ეს ეხება არა მარტო MCee-ებს, არამედ დიჯეებს/ბითმეიქერებს, მოცეკვავეებსა და გრაფიტისტებს. რაც კონკრეტულად პროდუსერებს შეეხებათ, ძალიან ხარისხიანი ბითები იქმნება დღეს საქართველოში. მოუსმინეთ ჯგუფ ქსელი 56-ის ნაშრომებს, რომლის ბითმეიქერით CIBO-ა. მოუსმინეთ BAZA-ს წევრების შემოქმედებას, რომლეთა ბიტებიც თვითონ არტისტების გაკეთებულია, ჩაუჯექით ჩემ ახალ ოფიციალურ ალბომს, სადაც მონაწილეობა ძალიან მაგარმა პროდუსერებმა მიიღეს. ნახეთ MC Grizzly-ს (Ras Green) ალბომი „56 პრობლემა“, რომელსაც ძირითად პროდუსინგს Nick Green – უწევდა. ბევრი ახალგაზრდა ბითმეიქერი/პროდუსერი ეზრდება საქართველოს, რომლებიც საზღვარგარეთ ითქვამენ სახელს – Proffeny, Zaza Tevtidze, Lasha “Chase” Mamulashvili aka Nitepunk, Luka Sophromadze და ა.შ. არ შემიძლია არ გამოვყო HaruTune ვინც გააკეთა პროექტი სახელად “Represent” და Levan Lee ასევე ცნობილი, როგორც Mad Man Lee. სწორად Mad Man Lee გახლავთ ის პიროვნება ვინც 10 წლის წინ თანამედროვე ჟღერადობის New School ბითებს აკეთებდა.

 

M: რა ვითარებაა საკუთარი ხელოვნების წარმოჩენისთვის ამ ქალაქში? ჩვენი თაობა ჰიპ-ჰოპ მუსიკაზე გაიზარდა, ამჟამად კი თითქოს ეს მიმართულება არც ისე პოპულარულია. როგორ ფიქრობ რა არის ამის მიზეზი?

ვერ დაგეთანხმებით არაპოპულარობის თაობაზე, პირიქით საკმაოდ პოპულარულია. ბიჭებს ასი ათასობით ნახვები აქვთ youtube-ზე და მილიონებიც კი! ხშირად იმართება ჰიპ-ჰოპ ღონისძიებები და ა.შ. თუმცა ეს ყველაფერი იმ დონეზე არ არის რა დონეზეც განვითარებულ ქვეყნებშია. აქ არტისტს უწევს ყველაფრის თვითონ კეთება დაწყებული სიმღერა დაწერა/ჩაწერა და მიქსინგ/მასტერინგით, დამთავრებული Live შოუს ორგანიზებითა და პიარით. ანუ საქართველოში შესაბამისი Artist/Event Management არ არსებობს, რაც უფრო მაღალ დონეზე აწევდა კულტურას. კიდევ ერთი პრობლემა ცოცხლად შესრულებაა.  უმეტეს შემთხვევაში, ცოცხლად შესრულების დროს, პრობლემას აპარატურის არასწორი კონფიგურაცია ან შეუსაბამო აპარატურის ქონა  წარმოადგენს, რის გამოც შემსრულებლის ვოკალი ცუდად ისმის. ასეთ პრობლემას თბილისი 95% კლუბსა და ასეთი ღონისძიების ჩასატარებელ ადგილას შეხვდებით.  

M: გვითხარი შენს ახალ ალბომზე. რა დრო მოანდომე მის ჩაწერას? რა თემატიკაზეა ძირითადად აგებული?

ალბომი „ტრიუმფალური თაღი“, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რემარკის წიგნთან, იწერებოდა ორნახევარი წელიწადი. ის პირველი ოფიციალური New School Rap ალბომი გახლავთ საქართველოში.  ალბომში სრული მობილიზაცია მოვახდინე ჩემი გამოცდილების, ცოდნისა და ძალების, რათა მაქსიმალურად მეჩვენებინა ჩემი ემსიინგის სქილები – მეტაფორები, სიტყვათა თამაში, შედარებები, Story Telling-ი, Punchline-ები, სხვადასხვა Flow და გამომეყენებინა ტრეკებში, რომლებსაც სხვადასხვა თემატიკა ექნებოდა. ტრიუმფალურ თაღში თავმოყრილია როგორც სოციალურ/პოლიტიკური თემატიკა, ასევე სამოტივაციო ხასიათის, იუმორისტული/სატირული და თვით წარმოჩენის მატარებელი მუსიკა. მასზე მუშაობდნენ პროდუსერები – Mad Man Lee, Proffeny, HaruTune, ზაზა თევთიძე და ლუკა სოფრომაძე. მონაწილეობა მიიღეს არტისტებმა – Young Mic, Kay G და ნინი ბრეგვაძემ.

მოუსმინე და გადმოწერეთ ალბომი – http://bit.ly/itsyoboykyoutube

M: როგორ ფიქრობ ქართულ ჰიპ-ჰოპ პროდუქტს აქვს უცხოურ ბაზარზე გასვლის შანსი? და რა არხებით უნდა ეცადონ არტისტები მის პოპულარიზაციას?

სწორი შეფუთვის და მარკეტინგის შედეგად ყველაფრის გაყიდვა არის შესაძლებელი. როგორც ჰიპ-ჰოპ პროდუქტს, საზღვარგარეთ გასვლის თემაში, მე პირადად, ქართველ პროდუსერებს და მოცეკვავეებს ვხედავ. ასევე გრაფიტისტებსაც. ქართული ენის ბარიერის გამო ქართული ჰიპ-ჰოპ მუსიკა ცოტა საეჭვოდ მეჩვენება. კი, არის ვარიანტი რომ Digital World Wide დისტრიბუციის შედეგად, მაგალითად TIDAL რომ ავიღოთ ან Apple Music, ქართველმა ემიგრანტებმა შეიძინონ ეროვნული რეპი, მაგრამ დამეთანხმებით ეს არ იქნება საკმარისი იმისთვის რომ ქართველმა არტისტმა ნორმალურად იცხოვროს.

M: დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის…



განხილვა