in

#თაობა – Killages: ვცდილობთ სიმღერები ქართულენოვანი იყოს


თბილისთან ერთად, ყოველთვის იყო სხვა ქალაქები, რომლებიც კულტურულ ცხოვრებაში ყოველთვის თავის სიტყვას ამბობდნენ, ამის ნათელი მაგალითი კი 90-იანების ქუთაისია. გარდა ამისა, იყო სხვა ლოკაციებიც, სადაც მოტივაციისთვის მნიშვნელოვანი იყო ინდივიდუალურიგამონათებებიამ სივრცეში. მარკეტერი ბენდ Killages- ესაუბრა.

M: ვინ წარმოადგენს Killages და როდის შეიქმნა ჯგუფი?

Killages შედგება 4 წევრისგან: გუგა მაჭარაშვილი, ანრი ყაველაშვილი, გიორგი ლიპარტელიანი, რატი რატიანი. ჯგუფი ჩამოყალიბდა 2016 წლის დეკემბერში.

M: რამ გადაგაწყვეტინათ ერთად შეკრებილიყავით იმ დროისთვის, როდესაც აკუსტიკური მუსიკა არამარტო საქართველოში, არამედ ყველგან კრიზისს განიცდის? არის თუ არა ამ ყველაფრის უკან სერიოზული მიზნები?

ჩვენი აზრით, მთავარია ის აკეთო, რაც გსიამოვნებს. არ აქვს მნიშვნელობა იმას, პოპულარულია თუ არა შენი მუსიკა საქართველოში და მსოფლიოში, რადგან ეს მუსიკაა და არა თუნდაც მოდა, რომ ყველამ ის ჩავიცვათ, რაც მოდიაშია. ჩვენი მუსიკა გაჟღენთილია ელექტრონული ელემენტებით და რა თქმა უნდა, სერიოზული მიზნებიც თან გვახლავს. ეს არ არის ჰობი, ეს ჩვენი ცხოვრებაა.

 

M: ბოლო 15 წლის განმავლობაში, აკუსტიკურმა მუსიკამ რამდენიმე ეტაპი განვლო, იქმნებოდა ჯგუფები, წარმატებული ხდებოდნენ გარკვეულ წრეში, ხშირად ამას მეგობრული წრე ეწოდებოდა, შემდეგ კი იშლებოდნენ, თითქოს არანაირი განვითარების მიმართულება არ გააჩნდათ, რას იტყვით, თქვენი თაობა რითია განსხვავებული?

მუსიკის პოპულარიზაციის პირველი ეტაპი, რა თქმა უნდა, მეგობრულ წრეს მოიცავს,სწორედ შემდეგი ეტაპებია ბევრად რთული, რადგან საქმე უკვე არა მეგობრებთან არამედ პუბლიკასტან, მომავალ ფანებთან გვაქვს.ჯგუფების დაშლის მიზეზს სწორედ ეს სირთულე განაპირობებს, რადგან ჩვენი აზრით პოპულარობისთვის ბევრი შრომაა საჭირო, ვინც საკმარისად არ შრომობს ის შედეგსაც ვერ მიიღებს.ყოველშემთხვევაში ამ ეტაპზე ასეთი შეხედულება გვაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით.ჩვენი თაობა წინა თაობებისგან ბევრად განსხვავებულია, რადგან დღეს, 21-ე საუკუნეში ინტერნეტის გარეშე ცხოვრება თითქმის შეუძლებელია. ინტერნეტმა ბევრი რამ გაამარტივა მუსიკალური ჯგუფების ცხოვრებაში, თუმცა, ასევე ბევრი სხვა სირთულეებიც წარმოქმნა, რადგან მსენელს ბევრი პროდუქტი მიეწოდება მარტივად და ხშირ შემთხვევაში მსმენელი ან ვერ უსმენს რომელიმე ჯგუფის მუსიკას ან არჩევანს ვერ აკეთებს.

 

M: ბოლო 15 წლის განმავლობაში აკუსტიკურმა მუსიკამ რამდენიმე ეტაპი გავლო, იქმნებოდნენ ჯგუფები, წარმატებული ხდებოდნენ გარკვეულ წრეში, ხშირად ამას მეგობრული წრე ეწოდებოდა, შემდეგ კი იშლებოდნენ, თითქოს არანაირი განვითარების მიმართულება არ გააჩნდათ, რას იტყვით, თქვენი თაობა რითია განსხვავებული?

პირველ რიგში გვინდა გითხრათ, რომ გაჩერებას არ ვაპირებთ და შესაბამისად ჩვენი გაჩერების ადგილსაც ვერ გეტყვით, არც ინტერნეტ პოპულარობით დაკმაყოფილებას ვაპირებთ. გვაქვს ბევრი სამომავლო გეგმა, თუმცა წინასწარ ყველაფრის დაანონსება გაგვიჭირდება.

M: სად გაქვთ შესაძლებლობა, რომ დაუკრათ, ირეპეტიციოთ – არის ამისთვის თბილისში საშუალება? ქართულ ბენდებს ხშირად არ ჰყავთ მენეჯერი, რომელიც ამ განხრით დაეხმარებათ.

Killages ჩამოყალიბდა ქალაქ რუსთავში, შესაბამისად რეპეტიციებიც ხშირ შემთხვევაში რუსთავში ხორციელდება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ გვაქვს მუდმივი სარეპეტიციო, თუმცა სარეპეტიციოს უქონლობას არ ვუჩივით. მენეჯერს რაც შეეხება, ამ ეტაპზე არ გვყავს, მაგრამ დიდი სიამოვნებით მივიღებდით მენეჯერთან თანამშრომლობის გამოცდილებას.

M: თქვენი ლირიკა შედგება როგორც ქართული სიმღერებისგან, ასევე ინგლისური ნამუშევრებისგანაც. რას იტყოდით ამ თემაზე მიმდინარე დისკუსიის შესახებ – უნდა მღეროდნენ თუ არა ქართული ბენდები ქართულ ენაზე?

ჩვენი აზრით, მუსიკა ისეთი სფეროა, სადაც გრძნობების უამრავი მოზღვავება იგრძნობა, აქედან გამომდინარე გვაქვს ქართულ ენაზე სიმღერის ტექსტებიც, რადგან ქართველი მსმენელი ყველაზე კარგად ქართულ ენაზე შესრულებულ სიმღერას აღიქვამს. სწორედ ისეთ სიმღერებში, რომლებშიც რამე მნიშვნელოვანი აზრი დევს, ვცდილობთ ქართულ ენოვანი იყოს.

M: დაუტოვეთ #თაობას ტრეკი საერთო ფლეილისტისთვის…

ეს ტრეკი არამარტო ჩვენს #თაობას , არამედ მომავალ თაობასაც უნდა დარჩეს.

 


MyKart – ქართველი სტუდენტის ინდივიდუალური ილუსტრაციების სტარტაპი

ჩვენ ამას ვიმსახურებთ! – The Prince’s Trust–ის და L’Oréal Paris–ის კამპანია ახალგაზრდების მხარდასაჭერად