in ,

#თაობა – 22 აპრილს, თბილისში Record Store Day პირველად აღინიშნება


ყოველწლიური ღონისძიება მსოფლიოს მასშტაბით პირველად 2007 წელს გამოჩნდა. მაშინ, როდესაც 90-იან წლებში ფირფიტების მწარმოებელი ინდუსტრიის საქმიანობა ფინანსურად საკმაოდ მომგებიანი იყო, 2000-იან წლებში ვითარება საპირისპიროდ შეიცვალა. ამიტომაც 2007 წლისთვის მუსიკალურმა პროდუსერმა მაიკლ კურცმა, სხვა დამოუკიდებელი ფირფიტების მაღაზიის მფლობელებთან ერთად, Record Store Day დაარსა. ეს ერთგვარი მუსიკალური ვერსია იყო კომიქსების საერთაშორისო დღის, რომელიც რამდენიმე წლით ადრე ჩაეშვა.

BOG
BOG

 

იმ წლებში ორგანიზატორები დამოუკიდებელ მუსიკალურ ლეიბლებს უკავშრდებოდნენ იმისთვის, რათა მათ რომელიმე არტისტს მიეღო მონაწილეობა ღონისძიებაში და საბოლოო ჯამში, პოლ მაკარტნიმდეც კი მივიდნენ. თითქმის 10 წლის შემდეგ, ეს საქმიანობა ალბათ წლის ყველაზე გამორჩეულ ღონისძიებათა რიცხვში შედის. ყოველწლიურად ცნობილი მუსიკოსები სწორედ ამ დღისთვის ამზადებენ ახალ ალბომებს მსმენელისთვის, იდგმება სპეციალური შოუ-გამოსვლები, ცნობილი DJ-ეები in-store სესიებს აწყობენ ფირფიტების მაღაზიებში.

2016 წლისთვის, ამ დღესთან დაკავშირებით ექსლუზიური ალბომები გამოვიდა, დევიდ ბოუის, ფრენკ ზაპას, ბობ დილანისა და სხვათა მონაწილეობით.

წელს, 22 აპრილს „ეზოში“ Vodkast Records-ის ინიციატივით “Records Store Day” გაიმართება, სადაც  მელომანები და DJ-ეები ერთმანეთთან გაცვლიან/გაყიდიან ფირფიტებს საკუთარი კოლექციიდან. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში არსებული Vodkast Record Store-ის წარმომადგენლს, ჯაბა უჯმაჯურიძეს ვესაუბრეთ:

M: ჯაბა, რა ფორმატით ტარდება საქართველოში პირველი Record Store Day?

ამ ეტაპზე, აქცენტი მხოლოდ ფირფიტებზე გაკეთდება. ექნება “flee” მარკეტის სახე. შემდეგისთვის ვეცდებით უფრო მრავალფეროვანი გახდეს ეს დღე. დაუკრავს დაახლოებით 10 DJ. ლაინ აპს სულ მალე დავაზუსტებ და ივენთზე მივუთითებთ. ღონისძიება 22 აპრილს, კაფე-რესტორან ეზოში, 3 საათიდან დაიწყება.

M: რამდენად ელოდებიან ორგნიზატორები ხალხის მხრიდან აქტიურობას, არიან თუ არა თბილისში ე.წ. “ჩუმი კოლექციონერები” და ველოდოთ თუ არა მათ ჩართულობას?

ამ ეტაპზე პოტენციური მყიდველი ბევრად მეტია ვიდრე გამყიდველი. პატარა კოლექციები აქვთ და გაყიდვა ენანებათ. მაგრამ აქტიურობა საკმაოდ დიდია და საკმაოდ ბევრ სტუმარს ველოდებით.რამოდენიმე ჩუმი კოლექციონერიც აღმოვაჩინეთ და იმედი გვაქვს ვითანამშრომლებთ.

M: რამდენად შეუწყო Vodkast Record Store-ის არსებობამ ქალაქში მუსიკის “ფირფიტებზე”  სმენის კულტურის წინ წამოწევას?

მემგონი ჯერ ამაზე ადრეა საუბარი, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ რომ ეს კულტურა მოძლიერდეს. Record Store Day-ის ორგანიზებაც ამის მაგალითია.


Postalon – ონლაინ შოპინგი და ამანათების ტრანსპორტირება რეალური წონით

ლაშა ბაკურაძე – #პირველისამსახური