26
Oct
2017

#თაობა: Samsø – არტისტის ნიჭსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული თუ როგორ მუსიკას ქმნის

26 Oct 2017

ქართული ახალი თაობის მუსიკალურ მრავალფეროვნებაზე ბევრი დაწერილა და ყოველდღიურად ვხვდებით ახალ-ახალ სახეებს. #თაობა წარმოგიდგენთ მუსიკოს გიორგი სამსონიას, იგივე Samsø-ს ბათუმიდან, რომელიც მშვიდი და წყნარი მუსიკით მშობლიური ქალაქის ქუჩებს მოგაგონებთ.

M: პირველ რიგში, მოკლედ გაგვაცანი შენი თავი.

მე ვარ გიორგი სამსონია იგივე Samsø, ვქმნი ელექტრონულ მუსიკას.

M: რა პერიოდში იწყება შენი მუსიკით აქტიურად დაინტერესება და 90/2000-იან წლებში არსებული ინფორმაციული ვაკუუმი ხომ არ ყოფილა ხელის შემშლელი ფაქტორი ამისთვის?

დაახლოებით 2007 წლიდან  გამიჩნდა სურვილი მეკეთებინა ელექტრონული მუსიკა. ვფიქრობ, იდეალური გამოსავალია იმ მუსიკოსისთვის, ვისაც შეუძლია სხვა მუსიკოსების დახმარების გარეშე აკეთოს მუსიკა დამოუკიდებლად, განურჩევლად ჟანრისა. ელექტრონული მუსიკა არ არის მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ჟანრი. მისი სინთეზი შესაძლებელია ნებისმიერ ჟანრთან, მრავალფეროვანია და ამიტომაც არის საინტერესო ჩემთვის. არტისტის  ნიჭზე, გემოვნებასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული თუ როგორ მუსიკას შექმნის,  მხოლოდ მუსიკალური განათლება ან  პროგრამების შესწავლა  არ არის საკმარისი ამისათვის. ძალიან საინტერესო პროექტებში მიმიღია მონაწილეობა  რამაც გამოცდილება და კარგი მოგონებები დამიტოვა. ძირითადი და გამორჩეული მცირე ჩამონათვალი შემიძლია გაგიზიაროთ.

2013 – 2014 წწ –  21-ე საუკუნის მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი – BIFO21CM, სადაც შესრულდა სპეციალურად  ამ ფესტივალისთვის  ჩემს მიერ დაწერილი საფორტეპიანო, 4 ნაწილიანი (3 პიანისტისთვის, 6 ხელისთვის )  ნაწარმოები სახელწოდებით ‘Mirrors. ასევე  შევასრულე  ჩემი სხვა კომპოზიციების ელექტრონული ვერსიებიც.

2014 – 2015 წწ  ბათუმის ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი – Soundspring.

2014 წ   “კომუნიკატორის” ავტორის სერგი გვარჯალაძის სურვილი  გამოეყენებინათ ჩემი მუსიკა Dreamer გადაცემის გასაფორმებლად, რასაც თავისთავად დავთანხმდი.

2014 წ  “არა-Stand-Art” – ფსიქოდრამა. ფსიქოლოგთა და ხელოვანთა ერთობლივი ექსპერიმენტული პროექტი, რომელიც პერფორმანსების სახით შესრულდა,  რომლისთვისაც  რამოდენიმე საუნდტრეკი   შევქმენი (მათ შორის ჩემთვის გამორჩეული კომპოზიცია FPD (For Psychodrama)) და მუსიკალურად გავაფორმე.

2015 წ  [email protected] Vol.2  –  ტუსია ბერიძის პროექტი არტარეაზე, სადაც წარვდექი მსმენელის წინაშე და შევასრულე  მხოლოდ რჩეული თერთმეტი კომპოზიცია  რომლებიც 2009-იდან 2015 წლებში შეიქმნა .  1.The Girl of Spring. 2.FPD.  3.Prepared2.  4.Waiting . 5.sofos. 6.Witch. 7.Dust. 8.Black. 9.Radiance. 10.Untitled.  11.Dreamer.

მუსიკის გარდა ვინტერესდებოდი ვიზუალური ხელოვნებით და რამოდენიმე კომპოზიციაზე გავაკეთე ანიმაციური კლიპიც.

 

 

 

2016 – 2017 წწ  საკუთარი მუსიკით ვაფორმებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიო აჭარის სხვადასხვა გადაცემებს.

M: ძირითადად რისი გამოყენება გიწევს მუსიკის შექმნის პროცესში? ფიქრობ თუ არა ლიმიტირებული შესაძლებლობები (ინსტრუმენტები და ა.შ.) ერთი მხრივ, მთელი შემოქმედებითობის გამოყენების საშუალებას გაძლევს და მუსიკაც ბევრად საინტერესო გამოდის?

ჩემი მინი სტუდია შემოიფარგლება და  ლიმიტირებული ვარ მხოლოდ ლეპტოპით და ყურსასმენებით. რასაკვირველია, მინდა შევიძინო ის, რაც საჭიროა და გამომადგება მუსიკისთვის,(რაც უფრო მეტი ექსპერიმენტირების საშუალებას მომცემს როგორც მუსიკის შექმნისთვის  და ასევე, რომელიც  ცოცხალი შესრულების დროსაც  გამომადგება ‘’ლაივში’’), როგორც კი ამის შესაძლებლობა მომეცემა.

M: რაც შეეხება მუსიკალურ რელიზს, რამდენად ადვილია შენთვის კომუნიკაცია ლეიბლებთან და როგორ ფიქრობ, არის თუ არა ის მუსიკა რასაც აკეთებ რამე კომერციული გათვლით საინტერესო?

წელს გავაფორმე კონტრაქტი Inclusif Records-თან, ლიონი (საფრანგეთი), რომელიც  დაარსდა 2016 წელს ფრანგი პროდიუსერის Hervé Ak ( K2/Kompakt) მიერ. Inclusif-ის რელიზებს მხარდაჭერას უწევენ  ისეთი არტისტები, როგორებიც არიან Laurent Garnier, Luciano, Nick Warren, &ME, ChloÈ, Acid Pauli, Eddie Fowlkes და სხვა მრავალი. ლეიბლმა ჯერჯერობით გამოსცა მხოლოდ 13 რელიზი, აქედან რიგით მე-11 2017 წლის 4 სექტემბერს მინი ალბომის სახით (Various EP – CMW2/inclusif 011, 4 არტისტი, 4 ტრეკი) გამოვიდა, სადაც ერთ-ერთი ჩემი კომპოზიციაა,  სახელწოდებით Nonm. (რომელსაც ფლეილისტისთვის დავუტოვებ თაობას). 4 დეკემბრისთვის გამოვა უკვე ჩემი პერსონალური მინი ალბომი  Inclusif 014 EP-ი  – May 13, სადაც 3 სხვადასხვა ჟღერადობის, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული კომპოზიცია იქნება. May 13. ასევე  მათ შორის ერთ-ერთი Lawrel & samsø – On-Line, რომელიც  ფრანგ არტისტ Lawrel-თან კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა და Circle, რომელიც Adjara Picnic Fest 2017-ისთვის გავაკეთე.

M: დაუტოვე თაობას ტრეკი ფლეილისთისთვის…



განხილვა