in

#თაობა: tomwildculture Joint – ამბროლაურში ძალიან უყვართ მუსიკა, თანატოლებთან ხშირად ვსაუბრობ ამ თემაზე


მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური განვითარება უფრო შესამჩნევი დედაქალაქშია, ნიჭიერი ახალგაზრდები რეგიონებშიც ახერხებენ ამ მხრივ რელიზებას. #თაობის სტუმარია 17 წლის ლევი ბერიშვილი იგივე tomwildculture Joint, ამბროლაურიდან.

M: ლევი, პირველ რიგში, გვითხარი შენ შესახებ…

დავიბადე რაჭაში, ვარ 17 წლის ბითმეიკერი, ვაკეთებ მუსიკას, ვსწავლობ სკოლაში, ვთამაშობ კალათბურთს ვარ უბრალო, სხვებისგან არაფრით განსხვავებული ბიჭი, მიყვარს Old School Hip-Hop და ყველაფერი რაც წვეთ ფანკს შეიცავს.

M: როდის დაინტერესდი პირველად მუსიკით?

ბავშობაში ხშირად ვუსმენდი მამაჩემის კასეტებს Pink Floyd – The Wall / The Beatles – Get Back / Joe Cocker – With A Little Help From My Friends და ა.შ. ბავშობაშიც ძალიან მაინტერესებდა, როგორ ხდებოდა მუსიკის ჩაწერა, როცა გავიზარდე პირველად სრულიად შემთხვევით მოვუსმინე Flying Lotus-ს ბითს, ისე ჩაჯდა ეს ბითი ტვინში, რომ ეგრევე იუთუბზე დავიწყე ტუტორიალების  ყურება, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩემი მუსიკის კეთების დაწყების არის Flylo და რაღა თქმა უნდა, მამაჩემის საყვარელი კასეტები.

https://soundcloud.com/tomwild/last-chance-to-danceftromywav

M: ვინაიდან რეგიონში ცხოვრობ, რამდენად ადვილი იყო შენთვის მუსიკა, რომელიც გიყვარს და უსმენ, ხელმისაწვდომი?

ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, რადგანაც ჩემი მუსიკის კეთების მიმართ ყველა ირონიულად იყო განწყობილი. სკოლაში ბევრი დამცინოდა, ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ დიდად არც სახლში სჯეროდათ ჩემი და ჩემი მუსიკის, ამ დროს მე ღამეებს ვათენებდი მუსიკის კეთების სწავლაში, ასეთ პერიოდებში ყველაზე მეტად მეხმარებოდნენ ვირტუალური მეგობრები, რომლებსაც სოციალურ ქსელებში ვეხმიანებოდი.

https://soundcloud.com/tomwild/tomwild-culture-down-for-this

M: ვინ არიან არტისტები, რომელთა მუსიკამაც ძირითადად გადაგაწყვეტინა, რომ შენი ტრეკების კეთება დაგეწყო?

პირველი იყო Flying Lotus, შემდეგ თანდათან გავეცანი ისეთ არტისტებს, როგორებიცაა J Dilla, De La Soul,  A Tribe Called Quest, 45 King და ასე შემდეგ. ამ არტისტების მოსმენისას ჩამოვაყალიბე ჩემი გზა, რომელსაც შემდეგ ჩემთვის ყველაზე საყვარელი არტისტი Kaytranada დაემატა და შევქმენი ჩემი სამყარო ძველი სკოლით და ახალი ჩემეული ელემენტებით.

M: რაში მიდის რაჭაში შენი ძირითადი დრო? არის რაიმე ახალგაზრდებისთვის? ან გყავს თუ არა ადგილობრივად ადამიანები, ვისაც შენი მსგავსი ინტერესები აქვთ?

ვარ 12 კლასელი და დროის უმეტესობა სწავლაში უნდა მიდიოდეს, მაგრამ მგონი ყველაზე ცოტა დროს სწავლას ვუთომ, ვთამაშობ კალათბუთს, მინდა რაღაცას ამ სპორტშიც მივაღწიო, ბევრ დროს ვუთმობ ვარჯიშს, რაღა თქმა უნდა, მუსიკის კეთება, რასაც ჩემ გრაფიკიში ყველაზე მეტი დრო მიაქვს და სწავლა. ამ ქალაქში ძალიან უყვართ მუსიკა, ბევრი კარგი მუსიკოსი თანატოლი მყავს, კარგად ფლობენ ინსტრუმენტებს და ხშირად ვსაუბრობთ მუსიკაზე და მიხარია ბევრი მეგობარი მყავს, ვისთანაც შემიძლია ვისაუბრო მუსიკაზე.

https://soundcloud.com/tomwild/tomwild-culture-solutionsfeat-gaiola-das

M: შენ უკვე გამოუშვი ალბომი. რამდენი ხანი დაჭირდა ალბომის შექმნას და სად არის იგი ხელმისაწვდომი?

ალბომზე მუშაობას მოვუნდი ზუსტად 3 წელი, ბევრ თეთრად გათენებულ ღამეს მოვუყარე თავი ერთ ალბომში და ამა წლის 12 თებერვალს დავარელიზე, ალბომზე მუშაობისას ძალიან დამემხარენ ის ბავშობაში მოსმენილი კასეტები და საყვარელი არტისტები. ალბომის შეძენა შესაძლებელია ჩემს Bandcamp-ის გვერდზე და CD-ს ლიმიტრებულის რაოდენობის ყიდვა შესაძლებელი იყო ჩემს მშობლიურ ქალაქში, უმეტესობა მეგობრებში გავაჩუქე.

M: თბილისში აპირებ მალე ჩამოსვლას, რა გეგმები გაქვს დედაქალაქში?

სკოლის დამთავრების შემდეგ ვაპირებ თბილისში გადმობარგებას, ნუ სურვილი მაქ ბევრ ადგილას დავუკრა, ძალიან მინდასელექცია ბევრს მოვასმენინო და რა როგორ იქნება ამას დრო გვიჩვენებს

M: დაუტოვე მარკეტერს თრეკი #თაობის ფლეილისტისთვის…


სოკარმა გააფრინა! – განსაკუთრებული პირველი აპრილი

პრინტ კამპანია რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ