in

როგორ დავუკავშირდეთ თაობა ზეტს ციფრული მედიით?

მართალია, თაობა ზეტზე უკვე ყველა ძალიან ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ ამის მიზეზი თავადვე მოგვცეს, თუნდაც იმიტომ, რომ დედამიწაზე ყველაზე დიდ თაობას წარმოადგენენ. შესაბამისად, მათი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე საკმაოდ დიდია. ხოლო, როცა საქმე რეკლამირებას ეხება, ეს სრულად განსხვავებულ სტრატეგიასაც მოითხოვს. 

Deloitte-ის კვლევას თუ დავეყრდნობით, იმას, რასაც თაობა ზეტი მნიშვნელოვნად თვლის, ძალიან განსხვავდება სხვა თაობებისგან. აქ ნაკლები აქცენტია ფიზიკურ გამოცდილებაზე და უფრო მეტი ყურადღება ონლაინ გამოცდილებას ეთმობა. არც ონლაინ ქცევის ცვლილებამ უნდა გაგვაკვირვოს — გამოკითხულთა 50% ამბობს, რომ ისინი მომხმარებელთა მიერ გენერირებულ კონტენტს ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურებების აღმოსაჩენად უყურებენ, რადგან ეს მათთვის მეტად სანდოა.

უფრო მეტიც, ზეტ თაობის წარმომადგენლები კონტენტს მრავალი არხით ადევნებენ თვალს… სოციალური მედია, მუსიკა, ვიდეოების სტრიმინგი თუ გეიმინგი, ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია, რადგან ეს თაობა ციფრული საზოგადოებებით ცდილობს იდენტობის განვითარებას. იმის გათვალისწინებით, რომ ონლაინ მედია განვითარებას აგრძელებს და მეტად კონკურენტუნარიანიც ხდება, ბრენდებს ამ პროცესში ჩართვა საზღვრების გარღვევით შეუძლიათ, არც სთორითელინგით ექსპერიმენტების ჩატარება იქნება ურიგო და არც მრავალი არხის გამოყენება. 

როგორ ქმნიან ბრენდები საზოგადოებებს იმერსიული ვირტუალური გამოცდილებით?

ამის საუკეთესო მაგალითს Nike-ის Dare To Do Bold კამპანია გვთავაზობს — მომხმარებელთა გამოცდილება ანიმაციური მედიის საშუალებით ასახა, როგორიცაა გიფები, რომლებშიც ადამიანებს Tottenham Hotspur-ის ფორმები აცვიათ, რასაც ემატება ლოგოები, ფერადი ფილტრები და სპეციალური ეფექტები… 

ეს შთამაგონებელთან ერთად, ხელმისაწვდომიცაა და გულშემატკივრებს კიდევ უფრო მეტ ღირებულებას სთავაზობს. თუნდაც იმის ჩვენება, რომ კონკრეტული პროდუქტი როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს აცვიათ, სთორითელინგის მეშვეობით Spurs-ის ღირებულებებს გვაჩვენებს. აი, რაც შეეხება ბოლოში დამატებულ buy now ღილაკს, რეკლამა საშუალებას აძლევს გულშემატკივრებს, Spurs-ის უახლეს მატჩს ახალ ფორმებში უყურონ.

თაობა ზეტის ყიდვის ქცევა ონლაინ კონტენტში ცვლილებებს იწვევს

რეკლამის განმთავსებლებისთვის მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ მათი ციფრული მარკეტინგი იმერსიულ მახასიათებლებს მოერგოს. იქნება ეს UGC, ვირტუალური რეალობა თუ პერსონალიზებული კონტენტი, ახლა სწორედ ციფრულ გამოცდილებებზე ფოკუსირების დროა. ისიც გახსოვდეთ, რომ თაობა ზეტის 85%-ის ყიდვის გადაწყვეტილებაზე სოციალური მედია ზემოქმედებს, გამოკითხულთა 45% კი ამისთვის საუკეთესო პლატფორმებად ტიკტოკსა და ინსტაგრამს ასახელებს. ხოლო კომბინირებული ორგანული თუ ფასიანი სტრატეგია იმას ნიშნავს, რომ ვირტუალური თუ იმერსიული გამოცდილებების მეშვეობით თაობა ზეტის მუდმივ მომხმარებლებად გადაქცევის შანსი გაქვთ.

თაობა ზეტის კომპლექსურ ყიდვის ქცევაზე თვალის დევნება

ფაქტია, ამ თაობის ყიდვის ქცევამ მნიშვნელოვანი კულტურული ცვლილებები შემოგვთავაზა — სოციალური მედია ბრენდის აღმოსაჩენ ხელსაწყოდ და პროდუქტებზე ინფორმაციების მოძიების წყაროდ აქცია, თაობა ზეტი არსებულ კითხვებზე პასუხების მოსაძებნად Google Maps-ს ან Search-ს კი არა, ტიკტოკს მიმართავს… 

ყველაზე მნიშვნელოვან გავლენად მაინც სოციალური მედიის სწრაფი, ვიზუალური ძიებებისა და ამასთან, რეალურ დროში მომხმარებელთა შეფასებების გასაგებად გამოყენება შეგვიძლია დავასახელოთ. ამიტომ, მრავალი არხის გამოყენების სტრატეგია, რომელიც ახალგაზრდა აუდიტორიასთან კავშირის დამყარებაზე ფოკუსირდება, საშუალებას მოგცემთ, შემდგომში ზეტ თაობის ნდობაც მოიპოვოთ. თანაც, არც ციფრული სამყარო აპირებს განვითარების შეწყვეტას, ამიტომ თაობა ზეტის მოსმენა კიდეც უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს…

საქართველოში ყველაზე ხანგრძლივი და მასშტაბური ფესტივალი ბათუმი ფესტივალი წარმატებით დასრულდა

რა ხდის ვიდეოს „ვირუსულს“?