in

ნახეთ: როგორია თაობა Z-ისთვის შექმნილი Polaroid-ი

ბაზრის კვლევების მიხედვით, პოლაროიდებზე მოთხოვნა 2021-2028 წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება. თანაც, დღეს თაობა Z მზადაა ისეთ პერსონალიზებულ პროდუქტებზე დახარჯოს მეტი დრო და ფული, როგორიცაა ე.წ. მყისიერი კამერა. ამ ტიპის კამერებით დაინტერესებული ადამიანების ასაკი 25-დან 34 წლამდე მერყეობს, Polaroid-ებისთვის კი ისინი უფრო მეტსაც გადაიხდიან. მათ ხომ ამობეჭდილი ფოტოები სულ რაღაც წამებში შეუძლიათ მიიღონ…

გამოდის, სწორედ ახლაა საუკეთესო დრო შემდეგი თაობის პოლაროიდის შესაქმნელად და ეს არც არავის დარჩენია უყურადღებოდ. Next-Step SX-100-ის კამერა ფოლადისგან არის დამზადებული და იმაზე კომპაქტური დიზაინი აქვს, ვიდრე ზოგიერთ თანამედროვე პოლაროიდის მოდელს. როცა კამერას არ იყენებთ, მასში კამერის თავი, ლინზის კორპუსი, LED და სენსორები იმალება, ასე თანამედროვე პროექტორსაც კი მოგაგონებთ. ხოლო, როცა გადაღებას მოინდომებთ, ყველაფერი გააქტიურდება.

გადაღების გაუმჯობესებული რეჟიმები ჩამკეტი ღილაკის სახით გამოდის, რათა დააკლიკოთ ფოტოზე, ხელით განსაზღვროთ, რამდენად მიაახლოებთ გამოსახულებას, ფოკუსირება ხელით ან ავტომატურად შეძლოთ, ექსპოზიცია და განათება აკონტროლოთ. კარტრიჯის ნაწილი კი მარტივად იხსნება, რათა მისი შეცვლაც გაგიადვილდეთ.

უნდა ვაღიაროთ, რომ ეს კომპაქტური პოლაროიდის კამერა თანამედროვე სამყაროში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, საკმაოდ პოპულარული გახდება. თანაც, თაობა Z-ს დახვეწილ გარეგნობას არაფერი ურჩევნია…

რაჭის გზას თუ დაადგებით, „ჭრებალოს მარანს“ აუცილებლად უნდა ეწვიოთ

UX დიზაინი, როგორც მომხმარებლის პულსის კონტროლი – თიბისი Global Finance-ის რჩეულია!