in ,

#თაობა – ახალი რუბრიკა მარკეტერზე

taoba

მარკეტერი 2017 წლიდან წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას სახელწოდებით – #თაობა!

BOG
BOG

თაობა რუბრიკა

ნებისმიერ ეპოქა შობს საკუთარ გმირებს. თაობა – ყოველთვის იცვლება მაგრამ მისი კვალი მუდმივად რჩება. თაობის დამახასიათებელი ნიშანი ბრძოლის სურვილი და უნარია, ნებისმიერი თაობა საკუთარი ღირებულებების შექმნისთვის იბრძვის.

ნებისმიერ ისტორიულ ეტაპზე ჩნდებოდა თქმულებები გმირებზე – ძლიერ, შემოქმედებით ადამიანებზე, რომლებიც აგროვებენ და ამუშავებენ ახალ ინფორმაციას, სწავლობენ მოწინავე საზღვრებს და მზად არიან ადამიანურ გენოფონდს ახალი სტადიისკენ წარუძღვნენ. ჩვეულებრივ, ამ ინდივიდუალისტებს, მეამბოხეებს,  ახასიათებთ დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა, გამბედაობა და მაღალი თვითშეფასება. ითვლება, რომ ეს სამი თვისება აუცილებელია იმისათვის,რომ გახდე გენეტიკური გიდი და კონტრ კულტურული ფილოსოფოსი.

90’იან წლებში, მილენიალების აღზევების ხანაში საქართველოშიც გამოჩდნენ მსგავსი „გმირები“, რომლებმაც იმდროინდელ ახალგაზრდობას „კულტური ცხოვრების“ სრულიად ახლებური გაგება დაანათლეს. როგორც ირაკლი ჩარკვიანი აცხადებდა „ადამიანები რომლებიც არ იცვლებოდნენ, არ ექსპერიმენტობნენ ხელოვნებასთან“ ჩაანაცვლეს შედარებით გონება გახსნილმა, თავისუფლება მოყვარულმა ახალგაზრდობამ, რომლებსაც ალბათ განადგურებული ქვეყნის რომანტიკოსებს თუ ვუწოდებთ.

გავიდა კიდევ 20 წელი და ეს თაობაც ჩანაცვლდა ახლით, ახლით რომელიც თავისუფალ, მაგრამ მაინც სოციალური პრობლემებით სავსე ქვეყანაში გაიზარდა. რამაც თავისი დაღი დაასვა კულტურულ აქტიურობასა და შემოქმედებას. მარკეტერი წერს თაობაზე, რომელიც ქმნის თანამედროვე საქართველოს კულტურულ რეალობას.

 

 

ყველა სტატიის სანახავად ეწვიეთ კატეგორიას – თაობა http://www.marketer.ge/category/taoba/

 


პირველი გემო – MILKA მოლოდინს ამართლებს

Volvo დამღლელი ყოველდღიურობისგან თავის დასაღწევად