Taobao – თუკი ამ სახელის თარგმანს ეცდებით, ნახავთ რომ ის „განძის ძიებას“ ნიშნავს. ის 2003 წელს გამოჩნდა და ონლაინ შოპინგის ინდუსტრია ძირფესვიანად შეცვალა. თქვენ დილის გემრიელი ყავა მოიმზადეთ, ჩვენ კი გიამბობთ, როგორ შეიქმნა ელექტრონული კომერციის გიგანტი, რომელმაც სამუდამოდ გადაასხვაფერა ჩინური საცალო გაყიდვები.
Taobao-ს ისტორია დაკავშირებულია Alibaba-სთან, ელექტრონული კომერციის უმსხვილეს პლატფორმასთან, რომლის შემადგენლობაშიც ითვლება. ჯეკ მამ, Alibaba-ს დამფუძნებელმა, მისი სახით წარმოიდგინა პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემდა ჩვეულებრივ ადამიანებს მეწარმეებად ქცეულიყვნენ. კონკურენტი eBay-გან განსხვავებით, რომელიც ორიენტირებული იყო აუქციონებზე, Taobao მიზნად ისახავდა ონლაინ მაღაზიებით სავსე ვირტუალური ბაზრის შექმნას. ეს ემსახურებოდა ჩინეთის მცირე ბიზნესის მზარდი კონტიგენტის ჩამოყალიბებას და მათთვის ციფრული მარკეტფლეისის შეთავაზებას.
eBay დომინირებდა გლობალურ ბაზრებზე, ჯეკ მამ შენიშნა პლატფორმის წინაშე არსებული შეზღუდვები ჩინეთში. ჩინელი მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებდა ფიქსირებულ ფასებს და პროდუქციის ფართო არჩევანს. Taobao-მ კი ეს საჭიროებები დააკმაყოფილა პროდუქციის ფართო არჩევანის შეთავაზებით – ტანსაცმლითა და ელექტრონიკით დაწყებული, ხელნაკეთი პროდუქტებითა და ადგილობრივი ნაწარმით დამთავრებული. ამ მრავალფეროვნებამ, მაღაზიის გახსნის სიმარტივესთან ერთად, გამყიდველების ყურადღება მიიქცია და ცოცხალი ონლაინ ბაზარი შეიქმნა.
Taobao-ს წარმატება მხოლოდ პლატფორმას არ უკავშირდებოდა. ის აქტიურად მუშაობდა ჩინეთის ბაზრის ასათვისებლად, ცდილობდა ეთანამშრომლა პოპულარულ მედია საშუალებებთან, სატელევიზიო შოუებთან, ვებგვერდებთან და ყველგან ზრდიდა ბრენდის ცნობადობას. გარდა ამისა, Taobao-მ გამოიყენა ჩინეთის ბაზარზე ბლოგინგის მზარდი ტენდენცია, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა ეშოპინგათ ბლოგების საშუალებით. ციფრულ ეკოსისტემაში ამ სტრატეგიულმა ჩართულობამ უზრუნველყო Taobao-ს მოწინავე პოზიციაზე მოხვედრა.
ჩინეთში იქომერსის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა ნდობა იყო. ამ საკითხის გადასაჭრელად, Taobao-მ დანერგა მომხმარებელთა დაცვის ძლიერი სისტემა. ეს მოიცავდა უსაფრთხო გადახდის სისტემას, მომხმარებლის უკუკავშირის მექანიზმს და ა.შ. თანდათანობით, მყიდველებმა მოიპოვეს ნდობა, რაც ხელს უწყობს უსაფრთხო და გამჭვირვალე ონლაინ შოპინგს.
განვითარებასთან ერთად, Taobao-მ ცნობილი ბრენდების დამატებაც გადაწყვიტა. 2008 წელს, მან დაამატა Taobao Mall (ახლანდელი Tmall), ეს არის B2C პლატფორმა, რომელიც დიდ ბრენდებს საშუალებას აძლევს გახსნან ოფიციალური ონლაინ მაღაზიები. ეს ნაბიჯი უკავშირდებოდა ბრენდის ავთენტურობასა და ხარისხის კონტროლზე მზარდ მოთხოვნას, რაც კიდევ უფრო გაამყარა Taobao-ს მარკეტფლეისის პოზიციები საცალო ბაზარზე. 2010 წელს, შეიქმნა Taobao-ს აპლიკაცია. ამრიგად, პლატფორმაზე შოპინგი ხელმისაწვდომი გახდა მობილური მოწყობილობებისთვის.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.