in

თაობათა ჰარმონია TSUR GROUP-ში: Millennials

თანამედროვე სამუშაო გარემო მხოლოდ პროფესიული გამოცდილების გაზიარების სივრცე არ არის. ეს არის ადგილი, სადაც განსხვავებული თაობების ხედვა, გამოცდილება და სამუშაო სტილი ერთმანეთს ავსებს და საერთო მიზნის მიღწევას ემსახურება. სწორედ ამ მრავალფეროვნებაზე დგას TSUR GROUP-ის ორგანიზაციული კულტურაც.

ახალი ბლიც-რუბრიკის ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლებს — Gen Z-ის, Millennials-ისა და Gen X-ის წარმომადგენლებს — ერთი და იგივე კითხვები დავუსვით, რათა გვენახა, როგორ აღიქვამენ ისინი თანამედროვე სამუშაო გარემოს, ლიდერობას, პროფესიულ განვითარებასა და გუნდურ თანამშრომლობას. ამჯერად სიტყვას მილენიალების თაობის წარმომადგენელს, TSUR GROUP-ის ხარისხის მართვის მენეჯერს, გაბრიელ ჭეიშვილს ვუთმობთ.

მილენიალებს ხშირად აღწერენ, როგორც თაობას, რომელიც ცვლილებებს ადვილად ერგება, აფასებს განვითარებას და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შედეგზე ორიენტირებულ მუშაობას. გაბრიელი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვიზიარებს, რას ნიშნავს მისთვის ჯანსაღი სამუშაო გარემო, როგორი ლიდერი ეხმარება პროფესიულ განვითარებაში და რა აძლევს ყოველდღიურ საქმიანობას რეალურ ღირებულებას. როგორც თავად ამბობს: „ნებისმიერი სირთულე საშუალებას გაძლევს, შეიძინო უნიკალური გამოცდილება.“

სამი სიტყვით აღწერე შენი სამუშაო სტილი…

პასუხისმგებლიანი, ანალიტიკური და შედეგზე ორიენტირებული.

შენი დილა როგორ იწყება: ყავით, დღის გეგმის გადახედვით თუ მეილების შემოწმებით?

დილას ყავით ვიწყებ. პარალელურად, ვათვალიერებ დღის გეგმას, ვანაწილებ პრიორიტეტებს და ვამოწმებ მეილებს, რათა დღე ორგანიზებულად და მაქსიმალურად პროდუქტიულად დავიწყო.

რა არის ყველაზე დიდი სტერეოტიპი მილენიალების მიმართ, რომელსაც არ ეთანხმები?

ხშირად ამბობენ, რომ მილენიალებს კონცენტრაციის უნარი არ აქვთ და ზედაპირულები არიან. პირადად ჩემი გამოცდილება და სამუშაო სტილი სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. ჩემი საქმიანობა მოითხოვს რთული მონაცემების ანალიზს და პროცესების სტრუქტურირებას. შესაბამისად, ჩემთვის მთავარია არა სწრაფი და ზედაპირული შედეგი, არამედ პრობლემის საფუძვლიანი შესწავლა და მისი ოპტიმიზაცია.

შენთვის რას ნიშნავს ჯანსაღი სამუშაო გარემო?

გარემო, სადაც პროცესები არის გამჭვირვალე, არსებობს მკაფიო სტანდარტები და თითოეული თანამშრომლის კომპეტენცია სათანადოდ ფასდება. ჯანსაღია გარემო, სადაც პრობლემაზე საუბარი მიზნად ისახავს მის აღმოფხვრას და გადაჭრას, და არა უბრალოდ დამნაშავის ძიებას.

რა გაძლევს სამსახურში ყველაზე მეტად დაფასების შეგრძნებას?

როდესაც ჩემ მიერ დანერგილი პროცესები და ანალიტიკური მიდგომები რეალურ, გაზომვად შედეგებს იძლევა და კომპანიის საერთო ხარისხს აუმჯობესებს. ასევე, როდესაც გუნდი ენდობა ჩემს პროფესიულ ხედვას.

როგორი ლიდერი გეხმარება საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში?

ისეთი ლიდერი, რომელსაც აქვს მოსმენის, გაგებისა და ემპათიის მაღალი უნარი. ეს ქმნის ნდობაზე დაფუძნებულ სივრცეს განვითარებისთვის.

რა ხდის შენთვის სამუშაოს მნიშვნელოვნად და ღირებულად?

ჩემთვის სამუშაო ღირებულია მაშინ, როდესაც ვხედავ ჩემი ძალისხმევის რეალურ შედეგს. მსიამოვნებს პროცესების მოწესრიგება, პრობლემების გადაჭრა და იმის განცდა, რომ ჩემი საქმიანობა რეალურად ეხმარება გუნდსა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მქონდეს განვითარების შესაძლებლობა და გარკვეული თავისუფლება იდეების შეთავაზებაში. ყველაზე მეტად მაძლევს მოტივაციას შეგრძნება, რომ ჩემი წვლილი მნიშვნელოვანია და ჩემი მუშაობა მხოლოდ ყოველდღიური დავალებების შესრულება არ არის, არამედ რაღაც უკეთესის შექმნას ემსახურება.

რას სწავლობ სხვა თაობებისგან სამუშაო გარემოში?

უფროსი თაობისგან ვსწავლობ გამოცდილებაზე დაფუძნებულ მიდგომას, პასუხისმგებლობასა და კრიზისულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნებას. უმცროსი თაობისგან კი ტექნოლოგიურ მოქნილობას, სიახლეების სწრაფად ათვისებას და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარს.

რა განასხვავებს შენს სამუშაო სივრცეს ტრადიციული კორპორატიული გარემოსგან?

ჩვენთან გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღება და პროცესები ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე ვითარდება. აქცენტი კეთდება თანამშრომლობაზე, საერთო მიზანზე და მუდმივ განვითარებაზე, რაც გუნდს უფრო ეფექტურსა და მოქნილს ხდის.

დაასრულე წინადადება: „თანამედროვე კომპანია უნდა იყოს ადგილი, სადაც…“

თანამედროვე კომპანია უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანებს აქვთ განვითარების შესაძლებლობა, მათი იდეები ფასდება და თითოეულ თანამშრომელს ესმის, როგორ უკავშირდება მისი ყოველდღიური საქმიანობა საერთო შედეგს. ეს უნდა იყოს გარემო, სადაც პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა და მუდმივი განვითარება ორგანიზაციული კულტურის ბუნებრივი ნაწილია.

ერთი წინადადებით რომ აღწერო TSUR GROUP სხვა კანდიდატისთვის, რას ეტყოდი?

TSUR GROUP არის ადგილი, სადაც პროფესიულ გამოცდილებასთან ერთად იზრდები, ვითარდები და ყალიბდები როგორც პროფესიონალი.

რა პროფესიული რჩევის მიცემას ისურვებდი კარიერის დასაწყისში საკუთარი თავისთვის?

ნებისმიერი სირთულე საშუალებას გაძლევს, შეიძინო უნიკალური გამოცდილება.

[R]

რატომ აღწევს ახალგაზრდა თანამშრომლების ნაწილი AI-თან უკეთეს შედეგს

„ყველაფერი შ-ინნ არის“ – ცხოვრების თანამედროვე სტანდარტი INN Development Towers დიდ დიღომში