ე. წ. ვარსკვლავების ბაღი, სახელად ტარანტულის ნისლეული, ნასას ჯეიმს ვების ტელესკოპმა დეტალურად გადაიღო. იგი აქამდე უხილავ მახასიათებლებს ავლენს, რაც, თავის მხრივ, მეცნიერულ გაგებას აფართოებს.
30 Doradus-ის სახელით ოფიციალურად ცნობილი კოსმოსის რეგიონი მტვრიანი ძაფებით ხასიათდება, რომლებიც თმიანი ობობას ფეხებს მოგაგონებთ. იგი დიდი ხნის მანძილზე მნიშვნელოვნადაც ითვლებოდა და ითვლება იმ ასტრონავტებისთვის, რომლებიც ვარსკვლავების ფორმირებით არიან დაინტერესებულნი. Webb-ის მაღალი გარჩევადობის ინფრაწითელი ინსტრუმენტების წყალობით კი, ათასობით ახალგაზრდა ვარსკვლავი, შორეული ფონური გალაქტიკა და ნისლეულის გაზისა და მტვრის სტრუქტურები დეტალურად პირველად ვნახეთ.
ტელესკოპის ახლო ინფრაწითელმა კამერამ (NIRCam) აღმოაჩინა, რომ ნისლეულის ცენტრში არსებულ „გამოქვაბულს“ ვარსკვლავური ქარების გამოსხივება ქმნიდა. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, მასიური ახალგაზრდა ვარსკვლავების გროვიდან წარმოიქმნება და ლურჯი წერტილების სახით გვხვდება.
Webb’s Near-Infrared Spectrograph (NIRSpec), რომელიც სინათლის ნიმუშებს ობიექტების შემადგენლობის დასადგენად აანალიზებს, ახლა ერთ ახალგაზრდა ვარსკვლავს იჭერს, რომელიც მის ირგვლივ მტვრის ღრუბლებს აფრქვევს. ამ ვარსკვლავს ადრე ფორმირების ბოლო ეტაპზე მყოფად თვლიდნენ, რომელიც მტვრიანი ბუშტის წმენდის გზასაც ადგა. რეგიონი შუა ინფრაწითელი ინსტრუმენტის (MIRI) გამოყენებითაც გადაიღეს. ამან ცხელი ვარსკვლავები გააქრო და უფრო გრილი რეგიონები წარმოაჩინა. ამასთან, აქამდე უნახავი ვარსკვლავური ბაღის სინათლის წერტილებიც გამოავლინა, რაც მიუთითებდა იმ პროტოვარსკვლავებზე, რომლებიც მასას ჯერ კიდევ იძენს.
ასტრონომიული ინტერესი ტარანტულის ნისლეულის მიმართ გიგანტური ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონების მსგავსი ქიმიური შემადგენლობიდან მომდინარეობს, რომელსაც დიდი აფეთქებიდან რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ დააკვირდნენ. ხოლო, როდესაც ვარსკვლავის ფორმირებამ პიკს მიაღწია, პერიოდს „კოსმოსური შუადღე“ უწოდეს.
ჯეიმს ვების ტელესკოპმა კი მეცნიერებს იმის საშუალებაც უნდა მისცეს, რომ ე. წ. კოსმოსის შუადღის ეპოქიდან შორეულ გალაქტიკებს დააკვირდნენ, ტარანტულის მონაცემებს შეადარონ და დაადგინონ, მსგავსებები თუ განსხვავებები. თანაც, ვები დღეს ყველაზე ძლიერ კოსმოსურ ტელესკოპად ითვლება და, მეტად სავარაუდოა, რომ იგი აღმოჩენების ახალ ეპოქას ჩაუყრის საფუძველს.