in

თარგმანში დაკარგული აზრი — 10 შემთხვევა, როცა ბრენდების სლოგანები არასწორად ითარგმნა

შესაძლოა, ძლიერი ლოზუნგები და მიმზიდველი მეტსახელები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყოს ბიზნესის წარმატებისთვის. ეს ერთგვარი საშუალებაა მომხმარებელთა ყურადღების მისაქცევად. მაგალითად, KFC-ის “Finger Lickin’ Good” ბევრ ჩვენგანს წინასწარ უქმნის ემოციას, რომ მისი საკვები „ნერწყვთა დენას“ გვგვრის; ხოლო Nike-ის “Just Do It” აქტიური ცხოვრებისკენ მოგვიწოდებს.

სხვადასხვა ბაზარზე შესვლისას, ბრენდები უამრავ კვლევას ატარებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ მაქსიმალურად მიმზიდველები არიან „ახალ ტერიტორიებზე“. თუმცა ზოგჯერ რაღაცები შეუმჩნეველი რჩება, რაც სახალისო ლინგვისტურ ხარვეზებს იწვევს…

1. Mercedes-Benz

გერმანული ავტომობილების ბრენდი სლოგანთან დაკავშირებულ უხერხულობას ჩინეთის ბაზარზე შესვლისას წააწყდა. კომპანიის სახელის ორიგინალური ჩინური თარგმანი იყო Bensi, რაც სინამდვილეში „სიკვდილისკენ სწრაფვას“ ნიშნავს… საბედნიეროდ, მეორე ცდაზე მან წარმატებას მიაღწია და სახელწოდება Ben Chi გახდა — ანუ, „აჩქარებული სისწრაფე“. 

2. Coors

ალბათ, მერსედესის ლინგვისტური ხარვეზი არაფერია Coors-თან შედარებით… ლუდის ბრენდს ესპანურენოვან ბაზარზე შეექმნა პრობლემები, როდესაც მისმა სლოგანმა “Let it go” საეჭვოდ ჩააფიქრა ხალხი. ესპანელებისთვის ეს არა თუ ხრახნიანი საცობების ადვილად მოხსნას, არამედ დიარეას ნიშნავდა.

3. HSBC-ის ძვირადღირებული სარეკლამო კამპანია

ბრიტანულმა ბანკმა HSBC ძვირადღირებული შეცდომა დაუშვა, როდესაც ცდილობდა, თავისი სლოგანი “Assume Nothing” გლობალური აუდიტორიისთვის წარედგინა. სამწუხაროდ, ბევრ თარგმანში აზრი იკითხება, როგორც არაფრის გაკეთების მოწოდება… რეალურად კი ეს წინასწარი პროგნოზებისა და ვარაუდებისგან თავის შეკავებას გულისხმობს.

4. Leaky Parker Pens-ის აჟიოტაჟი

სიტუაცია ცოტათი უხერხული გახდა, როდესაც პარკერის კალმების “It will not leak in your pocket or embarrass you” სლოგანი ესპანეთში გაჟღერდა. გამოდის, რომ მორცხვობა ამ შემთხვევაში ადგილობრივად სულაც არ ნიშნავს მორცხვობას. შედეგად, მიიღეს სლოგანი: It won’t leak in your pocket and make you pregnant. აშკარად სხვა აზრია, ხომ?

5. Jolly Giant არც ისე სახალისო აღმოჩნდა არაბულენოვანი ხალხისთვის

უაღრესად ცნობადმა კომპანიამ, ლოგოთი და სახალისო სლოგანით, რა შეიძლება დააშავოს ახლო აღმოსავლეთში? ყველაფერი… მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებისა და ბრიტანელების უმეტესობას შეიძლება ახსოვდეს Jolly Green Giant სიტყვასიტყვით, როგორც სასაცილო, არაბულ ენაზე მოლაპარაკე ბავშვები უფრო საშიშ რეალობას იღებენ — „საშინელი მწვანე ოგრი“, რომელიც ბოსტნეულის ჭამამ აქცია მონსტრად.

6. Ford-ის საშინელი გადაცდომები ბელგიაში

ბელგიაში მარკეტინგული კამპანიის დროს, ამერიკული საავტომობილო კომპანია Ford-ის საქმეები სავალალო მიმართულებით განვითარდა. თავისი უმაღლესი წარმოების რეკლამირებისთვის, მანქანის ბრენდმა შექმნა კამპანია, რომელშიც, მისი აზრით, ეწერა: „ყველა მანქანას აქვს მაღალი ხარისხის კორპუსი“ (Every car has a high-quality body). რეალურად კი ეს სლოგანი ამგვარად ითარგმნა: „ყველა მანქანას აქვს მაღალი ხარისხის გვამი“. 

7. პეპსის თაობამ აღადგინა მკვდარი წინაპრები

არა, ეს არ ყოფილა რაიმე სახის ჰელოუინის ღონისძიება, არამედ პეპსის საკულტო ფრაზის “Live!” არასწორი თარგმანი. სლოგანი „შენ ეკუთვნი პეპსის თაობას“ მართლაც ითარგმნა, როგორც „პეპსი შენს წინაპრებს საფლავიდან აბრუნებს“. დაგვეთანხმებით, საკმაოდ დიდი ლინგვისტური ხარვეზია…

8. კოკა-კოლას ფონეტიკური თარგმანი ჩინურად ცოტა საეჭვო აღმოჩნდა

ჩინური ბრენდის სახელის არჩევას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს მრავალი უნიკალური ბგერის, ფორმის, მნიშვნელობისა და ეტიმოლოგიის გამო. ასე რომ, 1920-იანი წლების ბოლოს, როდესაც კოკა-კოლა ადგილობრივ ბაზარზე შევიდა და შემოიტანა ko-kä-kö-la-ს ფონეტიკური თარგმანი, აშკარა გახდა, რომ მან უხეშად შეაფასა ამოცანა. ამის ზუსტი თარგმანი ასე ჟღერს: „დაკბინე ცვილის თათი. მეორე მცდელობა, „ბედნიერება პირში“, გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა.

9. Nonce Finance ბრიტანელებისთვის რაღაც განსხვავებულს ნიშნავს

ზოგჯერ ეს არ არის იმდენად თარგმანის შეცდომა, რამდენადაც სასაუბრო განსხვავება. ჯერ კიდევ 2021 წელს ამერიკულმა კრიპტო კომპანია Nonce Finance-მა გამოაცხადა თავისი გამოჩენა Twitter-ზე იმ სახელით, რომელიც ბრიტანეთში ბევრ ადამიანს აოცებდა. ბრიტანეთში “nonce” სექსუალური მოძალადეა, ჩვეულებრივ პედოფილი.

10. KFC-ს “Finger Lickin’ Good” უკიდურესობამდე მიჰყავს

ცნობილი KFC-ის სლოგანი, როგორც ჩანს, 50-იან წლებში რესტორნის მენეჯერმა გამოიგონა. როდესაც ქსელი პირველი დასავლური სწრაფი კვების კომპანია გახდა, რომელიც პეკინში 30 წლის შემდეგ გაიხსნა, სლოგანი შემდეგნაირად ითარგმნა: “Eat Your Fingers”

რა ძალა აქვთ სამსახურის მეგობრებს?

Topshop და Topman ერთიან ლოგოს წარმოგვიდგენენ!