in

ადგილობრივ და საექსპორტო გადაზიდვებზე ტარიფები მცირდება!

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, „საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ და საექსპორტო სატვირთო გადაზიდვებზე ტარიფები 20%-ით შემცირდა. ცვლილება შეეხო როგორც ადგილობრივ, ასევე ექსპორტის რეჟიმში მოქცეულ ყველა სახის მშრალი ტვირთის, როგორც სავაგონო, ასევე საკონტეინერო გადაზიდვებს.

ტარიფების შემცირება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ადგილობრივი წარმოების მოცულობების ზრდას, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზე პოზიტიურად აისახება. ასევე, განაპირობებს გაყიდვების სამომავლო ზრდას, სარკინიგზო გადაზიდვების სექტორში.

საქართველოს რკინიგზა ქვეყნის განვითარებისთვის!

ადგილობრივი და საექსპორტო გადაზიდვებზე ტარიფები მცირდება

„BORAJET Airlines“ – საქართველოში შემოდის

24-27 სექტემბერს ბათუმი რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ AD BLACK SEA-ს უმასპინძლებს