მიმდინარე წლის დასაწყისში ექსპერტები ამბობდნენ, რომ განსაკუთრებით ტრენდული იქნებოდა ჯადოსნური და მაგიური დეტალები… ეს უკვე არაერთი კამპანიით დადასტურდა, რასაც უკვე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატიც ეხმიანება. უახლესი სარეკლამო კამპანიის მეშვეობით, რომელიც 20 ტაროს კარტს მოიცავს, ტურნირის არაპროგნოზირებად ბუნებას გაუსვეს ხაზი.
როგორც თავად ორგანიზატორები ამბობენ, გამარჯვების აშკარა ფავორიტი არ არის გამოკვეთილი, შესაბამისად, ყველას აქვს ისტორიის დაწერის შანსი. „ამგვარი მოცემულობის ფონზე, არატრადიციული მეთოდები გვჭირდება, რათა წინასწარმეტყველებით მაინც გავიგოთ, რომელი ქვეყანა მიიღებს Webb Ellis Trophy-ს. ამიტომაც გადავწყვიტეთ ტაროს კარტის გამოყენება — თუმცა წინასწარმეტყველებაც უძლური აღმოჩნდა პროგნოზებთან…“