in

Tascam თავისი ჩამწერებისთვის ახალ კასეტებს ქმნის!

კომპანიამ 424 Studio Master High Bias Type II კასეტა წარადგინა

veon
veon

Tascam-მა იცის, რომ ზოგიერთ მუსიკოსს ძალიან უნდა კასეტის მაღალი ხარისხის ჩანაწერები და მზადაა, ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად, “მკვდარი” ტექნოლოგია აღადგინოს. ამიტომაც, კომპანიამ 424 Studio Master High Bias Type II კასეტა წარადგინა, რომელიც ათწლეულების წინანდელი Portastudio ოთხ-ტრეკიანი კასეტა ჩამწერებისთვის არის შექმნილი.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე კასეტა არ არის სრულყოფილი. Tascam-ის მიხედვით, იგი მაგნიტურ ოქსიდებს იყენებს, რათა მაქსიმალურად მიუახლოვდეს იმ მასალას, რომელიც Portastudio-ს უნდა გამოეყენებინა.

ამასთანავე, ეს არ არის მხოლოდ ნოსტალგიური განცდების დაბრუნება — იგი ანალოგიური კასეტების ჩანაწერების შენარჩუნებასაც ემსახურება. კასეტების ინდუსტრია 2019 წლიდან ოქსიდის დეფიციტს განიცდის. Tascam-მა აღნიშნა, რომ ახლა ის ერთადერთი კომპანიაა, რომელიც High Bias Type II კასეტებს აწარმოებს. ბაზარზე არსებული სხვა მსგავსი პროდუქტები კი იშვიათი და ძვირია.

რა თქმა უნდა, ეს ვერ ჩაანაცვლებს ახალ ტექნოლოგიებს, თუმცა ერთგვარი შვება მაინც იქნება Portastudio-ს გულშემატკივრებისთვის, რომლებსაც არ სურთ ციფრულ ასპარეზზე სრული ნახტომი.

„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მომხმარებლისთვის ღია ბანკინგის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

„საპონერია“: „ბუნების სამკურნალო თვისებები ტექნოლოგიურად დახვეწილ პროდუქტში გადმოვიტანე“