in

როდის ავიღოთ საკუთარ თავზე ის საქმეები, რაც ჩვენს ფუნქციებს მიღმაა?

რა მოვიმოქმედოთ, როდესაც სამსახურში ისეთი საქმეა გასაკეთებელი, რაც ჩვენს ფუნქციებში არ შედის, თუმცა, მნიშვნელოვანია კომპანიისთვის. პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ. ბუნებრივია, თქვენ თქვენი ფუნქციები და ამოცანები ისედაც გაქვთ, მეორე მხრივ, იქნებ, სასარგებლო ყოფილიყო, თუკი გუნდურობას გამოვიჩენდით და სხვა ამოცანებსაც ავიღებდით საკუთარ თავზე, ექსტრემალური საჭიროების დროს? მაინც, როგორ მოვიქცეთ, რამდენად სწორია ისეთი საქმეების აღება, რაც უშუალოდ ჩვენი პასუხისმგებლობა არაა?

ფრთხილად იყავით, როდესაც ტურბულენტურ გარემოში სხვა საქმეზე გადართვას გადაწყვეტთ

სანამ სხვა ამოცანას დაიმატებთ, დაფიქრდით, კიდევ რა ხდება? არასტაბილურ და გაურკვეველ გარემოში სამუშაო დატვირთვა იზრდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ხელმძღვანელებიც და შემსრულებლებიც დარჩნენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. ასეთ დროს, ყველაფერი იმდენად სწრაფად იცვლება, რომ საკუთარ ამოცანებთან მიბრუნებული თანამშრომელი ხშირად შეცვლილ მდგომარეობასა და ქაოსში ექცევა. ეს გავრცელებული პრობლემაა იმ ლიდერებისთვის, ვინც ფართო სურათს ვერ ხედავს და არსებული ამოცანების მიხედვით ანაწილებს სამუშაო ძალებს. განსაკუთრებით მღელვარე პერიოდებში, ლიდერები საკუთარი უკანასკნელი ძალებით ერთვებიან ხოლმე კრიზისის ხანძრის ჩასაქრობად და თანამშრომლებსაც არასწორ დავალებებს აძლევენ. ისეც მომხდარა, რომ ქაოსის მართვისას, საქმის არასწორი გადანაწილებით, ხელმძღვანელს საერთო პერფორმანსი დაუზარალებია.

ხელმძღვანელები და თანამშრომლები უნდა ერიდონ დამატებით ცვლილებას ფუნქციებში, სწრაფად ცვალებადი სიტუაციების დროს. კრიზისულ სიტუაციებში მნიშვნელოვანია დამატებითი ფიზიკური რესურსის ქონა. საქმიანობის ჯაჭვი უნდა იყოს გამართული – ერთი რგოლის არევასაც კი სერიოზული უარყოფითი გავლენა აქვს. ამიტომ, ყველაზე კარგი გამოსავალია, კრიზისულ სიტუაციებში, საკუთარი მოქმედების არეალი შეინარჩუნოთ.

ფრთხილად იყავით გუნდის წევრებთან საზღვრების დარღვევაზე

იმ დროს, როდესაც გუნდები სულ უფრო აკურატულ და ურთიერთდაკავშირებული სქემებით მოქმედებებენ, ხელმძღვანელებს თავშეკავება მართებთ, როცა შედეგის მისაღწევად, სხვისი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი გუნდების მართვის სურვილი უჩნდებათ. ნაკლებსავარაუდოა, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში, ლიდერებმა კარგად გააცნობიერონ სხვა გუნდების მუშაობის მექანიზმი და ეფექტიანობა. კიდევ უფრო ნაკლებსავარაუდოა, რომ საკმარისი დრო ჰქონდეთ ინფორმაციისა და ცვლილებების ნაკადის სამართავად.

საკუთარი გუნდისთვის დამატებითი ფუნქციების მიცემის ალტერნატივად შეგიძლიათ ახალი, თუნდაც დროებითი გუნდის ფორმირება განიხილოთ. თუმცა, ესეც სარისკო ნაბიჯია, რადგან ახალ გუნდს ახლებური მიდგომა სჭირდება და შეიძლება სრულიად სხვა დღის წესრიგს იყოს მიჩვეული. ამგვარად, შეძლებთ განსაკუთრებული სიფრთხილით.

არ დაგავიწყდეთ გუნდის „ჩვეულ რეჟიმში“ დაბრუნება

როდესაც ექსტრემალური რეჟიმიდან ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებით, აუცილებლად განაცხადეთ ამის შესახებ. გუნდის წევრებმა უნდა გაიაზრონ, რომ შეუძლიათ თავიანთი ფუნქციების ფარგლებში განაგრძონ მუშაობა კვლავინდებურად. უამრავი მაგალითი არსებობს, როდესაც ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა ისე გადაინაცვლეს ყოველდღიურ რეჟიმში, რომ ეს სათანადოდ ვერც გაიაზრეს. როდესაც ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდით და ძველებურად გასცემთ განკარგულებებს, შესაძლოა, ამან დაბნეულობა და გაურკვევლობა გამოიწვიოს. ეს კი, თავის მხრივ, თანამშრომლებში აღძრავს ბრაზსა და პროტესტის განცდას. ამასთან, ექსტრემალური პირობები ღლის და ფიტავს გუნდს, მათ უნდა იგრძნონ, რომ ეს დროებითია და გამოცადონ, როგორია ძველებურ რეჟიმში დაბრუნება.

როდესაც ფიქრობთ, ჩაერთოთ თუ არა იმ საქმეებში, რაც უშუალოდ თქვენ არ გეხებათ, კარგად დაფიქრდით ამ ყველაფრის შედეგებზე, განსაკუთრებით მაშინ, თუკი შესაბამისი ცოდნა არ გაქვთ. თუკი თქვენს მიმართულებას ცვლით, შეატყობინეთ ეს დანარჩენებსაც. არაა აუცილებელი საკუთარი ფუნქციების არეალში დარჩენა. მთავარია, განახლებამ არ დაარღვიოს წესრიგი იქ, რაც აქამდე გებარათ.

 

წყარო: HBR

ნახეთ: როგორ იღებს უბრალო მინა ბუნებრივი ქვის ვიზუალს?

უკვე მეორედ, Miami Ad School Europe-ში სწავლის მსურველელებს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის მიღების შესაძლებლობა აქვთ