სწრაფი და არაჯანსაღი კვების ეპოქაში, სულ უფრო და უფრო ცოტა ადამიანი აქცევს ხილს ყურადღებას. კომპანია Philips-მა გადაწყვიტა ისეთი კამპანია შეექმნა, რომლითაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეძლებდა და მათი კვების რაციონში ხილს თავის ადგილს დაუბრუნებდა. სააგენტო Ogilvy-სთან თანამშრომლობით, ბრენდმა ამსტერდამის მუზეუმში დამთვალიერებლებს უჩვეულო ტური მოუწყო. ნატურმორტები, რომლებიც ექსპონატების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა, Philips-მა უცნაური სურათებით ჩაანაცვლა.