in

„ღრუბლების გემო“, იაპონური პური და ფუმფულა ბრენდინგი 

Taste of Clouds Bakery-ის ვიზუალური იდენტობა კონტრასტსა და ჰარმონიაზეა აგებული, სინაზეს სტრუქტურასთან აბალანსებს, ხოლო ჰაეროვნებას რაღაც მიზანთან. შერჩეული ტიპოგრაფიაც მომრგვალებული და დელიკატურია, რითაც პურის ნაზი ტექსტურებიც ძლიერად წარმოჩინდება მაშინაც, როცა იაპონური ტიპოგრაფია მეტად კუთხოვანია და უფრო ტექნიკურ უნარებს ასახავს, რომლებიც ტრადიციული ცხობის მიღმა მოიძებნება. ეს შეთავსება კი თავად პროდუქტის არსზე გვესაუბრება: პური შეხებისას რბილია, თუმცა ამის სრულყოფისთვის დახვეწილი ტექნიკური უნარებია საჭირო. 

BOG
BOG

თავად სახელი „ღრუბლების გემო“ იაპონური პურის უწონო, ზღაპრულ სინაზეს ასახავს, მოძრავი ღრუბლების წარმავალ სილამაზეს გვაგონებს და ნაცნობი არომატების მიმართ ნოსტალგიებსაც აღვიძებს. ამგვარად, ბრენდის შთაგონება ღრუბლების წარმოქმნის პროცესიდან მოდის, შესაბამისად, სთორითელინგის მთავარ წყაროდ იყენებს და სწორედ ეს განასხვავებს Taste of Clouds Bakery-ის ასორტიმენტს:

  • ფუმფულა თეთრი ღრუბლები — ჩვეულებრივი, კლასიკური პური.
  • თბილი ელფერის, მზის ამოსვლისას არსებული ღრუბლები — მდიდრული გემოს, ოდნავ ტკბილი პური.
  • დამძიმებული ქარიშხლის ღრუბლები — ჭვავის პური.
  • ჭექა-ქუხილის ღრუბლები — ე. წ. იუზუს პური ციტრუსის არომატით.

ფერთა პალიტრა ღრუბლებით არის შთაგონებული, ცვლადი ელფერითა და მოძრავი ბუნებით, სინათლეს ირეკლავს. ამიტომაც, აქ თეთრი და ლურჯი მთავარ ფერებად გამოიყენეს, რომლებიც ცის ცვლად ბუნებას ასახავს. 

გარდა ვიზუალებისა, ბრენდის იდენტობა სრულად სენსორულ გამოცდილებას ეფუძნება. იმისთვისაა შექმნილი, რომ ლოგოსა და შეფუთვების მიღმა არსებული ბრენდი წარმოაჩინონ, სირბილისა და სტრუქტურის დელიკატური ბალანსით, რაც დიზაინშია გამოსახული. ყოველი დეტალი ისეა შექმნილი, რომ უბრალოდ დანახვა კი არ შეგვეძლოს, არამედ შეგრძნებაც და სწორედ ამას ემსახურება ფუმფულა ბრენდინგიც:

როგორ გახანგრძლივდა „შავი პარასკევი” და რას ფიქრობენ მარკეტერები

სტუდიო ლიბერთის ექსკლუზიური შეთავაზება Tbilisi Outlet Village-ში