in

ჭამე “Google Translate”-ის ნათარგმნი – ყველაზე ძლიერი ტროლინგი

ვისაც ონლაინ თარგმნით უსარგებლია იცის, რომ ხშირ შემთხვევაში ტექსტის შინაარსი სრულიად იცვლება და ყველაფერი აზრს კარგავს.

“ElaN Languages” გვარწმუნებს, რომ მათ მიერ ნათარგმნი ტექსტი ყველაზე სწორია და გამართული, მათ შორის “Google Translate”-ზე უკეთესიც. სწორედ “Google Translate”-ი გახდა “ElaN Languages”-ის ტროლინგის მსხვერპლი.

“ElaN Languages”-მა სარეკლამო რგოლში თავისი უპირატესობის დასამტკიცებლად რეკლამის გმირებს “Google Translate”-ის ნათარგმნი აჭამა და “სანუგეშოდ” თავისი ნათარგმნიც შესთავაზა.

კრეატიულმა ჯგუფმა იაპონური რეცეპტი ჯერ “ElaN Languages”-ის საშუალებით და შემდეგ “Google Translate”-ის საშუალებით თარგმნა. ორივე ნათარგმნის მიხედვით კერძი მოამზადეს და ექსპერიმენტში მონაწილეებს მათი დაგემოვნება სთხოვეს.

 

“Tesla” ნაჩუქარ რეკლამებს აგროვებს

გამარჯობა! – TBC ბანკის ახალი რეკლამა