in

„გემრიელი აჭარა“ – აჭარული სამზარეულოს საიმიჯო ვიდეორგოლი

„გემრიელი აჭარა“ – ასე ჰქვია აჭარული სამზარეულოს ახალ საიმიჯო ვიდეორგოლს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტრადიციული აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით გადაიღო.

ვიდეორგოლში ლაზური, მთიანიაჭარისა და ქობულეთური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ნაკლებცნობილი კერძები და დესერტებია წარმოჩენილი.

კლიპის გადაღებები აჭარის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში, ცნობილი ქართველი შეფმზარეულების ჩართულობით, შემოდგომაზე მიმდინარეობდა. ვიდეორგოლზე სარეკლამო კომპანიამ „რედპოინტი“ იმუშავა, მუსიკა კი – აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს „არსიანი“ ეკუთვნის.

აჭარული სამზარეულოს მთავარი საპრომოციო კლიპის გარდა, ცალ-ცალკე მომზადდა ლაზური, ქობულეთური და მთიანიაჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები, რომლებიც ონლაინ სივრცეში ეტაპოპრივად ჩაეშვება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში კულინარიის განვითარების მიზნით ვიდეოგაკვეთილებსა და ფოტორეცეპტებსაც შემოგვთავაზებს, სადაც აჭარული კერძების მომზადებასა და სერვირებას ცნობილი შეფმზარეულები ადგილობრივ მზარეულებთან ერთად უზრუნველყოფენ.

საიმიჯო რგოლების, ვიდეოგაკვეთილების, ფოტორეცეპტების, ისევე როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ტრენინგ-სემინარების ნახვა მსურველებს სერვისების ახალ ონლაინპლატფორმაზე, იანვრიდან  შეეძლებათ.

როგორ შეცვალა 2020-მა წელმა სამსახურის ძიების პროცესი?

3D პრინტერით შექმნილი შინაური ცხოველების ხელოვნური კიდურები