in

თათა ჭოლარია Hualing Group-ის მარკეტინგის მიმართულებას უხელმძღვანელებს

„ყოველდღიურად მიწევს, კულტურულად მრავალფეროვან ბაზრებზე შევიმუშაო და ვუხელმძღვანელო სტრატეგიულ მარკეტინგულ აქტივობებს“.

თათა ჭოლარია Hualing Group-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი გახდა და კომპანიაში მისი როლი ამ მიმართულების განვითარებაზე ზრუნვით განისაზღვრა. ეს გულისხმობს: ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების ადაპტაციას ლოკალური ბაზრის საჭიროებებზე, მარკეტინგული ინიციატივების შემუშავებასა და დანერგვას, რომელიც მიმართული იქნება მიზნობრივ ბაზრებზე ჯგუფში შემავალი კომპანიების განვითარებისა და გაყიდვების სტიმულირებისკენ.

თათა ჭოლარია: „მარკეტინგის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის ქვეშ მოქცეულია მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღება „ჰუალინგ ჯგუფში“ შემავალი შემდეგი კომპანიებისთვის: ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, Hualing Tbilisi Sea New City, Hualing Plaza და ასევე, სხვა პროექტები.

ბოლო ორი წელია, ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მარკეტინგის მიმართულებას ვხელმძღვანელობ.

ჰუალინგის თიზ-ი ჰუალინგ ჯგუფის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია. კომპანიის ტერიტორიაზე, რომელიც ქალაქ ქუთაისში 36 ჰექტარს მოიცავს, განთავსებულია, საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ინდუსტრიული შენობები და მზა ინფრასტრუქტურა. 

ეს ყველაფერი შესაძლებელს ხდის ქართველი მწარმოებლებისა (რომლებიც ექსპორტზე არიან ორიენტირებულები) და უცხოელი ინვესტორებისთვის წარმოების პროცესის უმოკლეს ვადებში დაწყებას.

6 წლის განმავლობაში, კომპანიის მენეჯმენტის სწორი ხედვებისა და მართვის შედეგად, ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ შეძლო, გამხდარიყო მნიშვნელოვანი სტრატეგიული ლოკაცია წარმოებისა და იმპორტ-ექსპორტისთვის. 

ყოველდღიურად მიწევს, კულტურულად მრავალფეროვან ბაზრებზე შევიმუშაო და ვუხელმძღვანელო სტრატეგიულ მარკეტინგულ აქტივობებს. ამასთან ერთად სხვადასხვა ეროვნებისა და განსხვავებული კულტურის ინვესტორთან მუშაობა ნამდვილად ძალიან დიდი გამოწვევაა, რადგან ინვესტორისთვის, დაიწყოს წარმოება, ან გადაიტანოს თავისი ბიზნესი სხვა ქვეყანაში, არ არის მარტივი გადაწყვეტილება. მიიქციო მათი ყურადღება, ნიშნავს არა მარტო კომპანიის სწორი პოზიციონირების განსაზღვრას, არამედ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენას“, – განმარტავს თათა ჭოლარია.

თათა ჭოლარიას კარიერა გლობალურ კვლევით კომპანიაში TNS-ში დაიწყო, შემდეგ კი WISSOL GROUP-ში გაგრძელდა. კვლევების მიმართულებით მასშტაბურ და საინტერესო  პროექტზეც იმუშავა და მიაჩნია, რომ ეს გამოცდილება განვითარებაში ძალიან დაეხმარა. ჰუალინგამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში ავსტრიულ საკონსულტაციო სააგენტოში მარკეტინგულ პროექტებს ხელმძღვანელობდა.

პოლიეთილენის ნარჩენების მეორე სიცოცხლე – Plastic Watcher-ის გამოცდილება

მეცნიერებმა ყველაზე თხელი, ორი ატომის სისქის ტექნოლოგია შეიმუშავეს!