8
Jan
2015

თათარსტანის ბრენდინგი დასრულებულია “თათარსტანის მემკვიდრეობა”

8 Jan 2015

თათარსტანის ხელისუფლებამ რესპუბლიკის ახალი ბრენდი “თათარსტანის მემკვიდრეობა” წარმოადგინა.

ბრენდის მიზანია თათარსტანი ტურისტებისთვის და ინვესტიციისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს. პროექტზე სტრატეგიის და კომუნიკაციების ცენტრი “აპოსტოლი” მუშაობდა.

რესპუბლიკის არქეტიპის მიხედვით ვიზუალურ – იდეოლოგიური სტილი და საერთაშორისო განვითარების პროგრამა გაკეთდა.  ისევე როგორც სინგაპურმა, ბერლინმა ნიუ-უორკმა თავისი აიდენტიკა იპოვა ასევე მოხდა თათარსტანის შემთხვევაშიც. “თათარსტანის მემკვიდრეობა” პირველი რუსული ბრენდია, რომელმაც რესპუბლიკის კულტურული ღირებულებები წინ წამოწია და ბრენდის ფუნდამენტიც კულტურულ ისტორიაზე ააგო.

arrowbrand_app1

brand_app2

brand_app3

brand_app4

 

“თათარსტანი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონია. მიუხედავად იმისა რომ რეგიონის ისტორიული წარსული ცნობილია დღემდე უცნობი რჩებოდა რეგიონის იდეოლოგია – თათარსტანის მდიდარი მემკვიდრეობა და კულტურული ნორმები, რომლის მიხედვითაც ადამიანი ყალიბდება” – რესპუბლიკის პრეზიდენტი რუსტამ მინიხანოვი.

 

konova ეკატერინა კონონოვა – ბრენდინგ სააგენტო “ეკატერინა კონონოვას” დამფუძნებელი და დირექტორი

“ვფიქრობ რუსული ბრენდინგი დიდ გასაჭირშია. ერთია ევროპული მინიმალიზმი, მიბაძვა და მეორე უბრალოდ ტრაფარეტის აღება და მისგან ბრენდის შექმნა.  დარწმუნებული ვარ უკეთესი ვარიანტებიც შეიძლებოდა ყოფილიყო ბრენდინგზე ტენდერი რომ გამოეცხადებინათ და სოც-ქსელიც ჩართული ყოფილიყო თათარსტანის ბრენდინგის მსვლელობაში.”

 

ბრენდის იდეოლოგია 10 ნაწილისგან შედგება: სისწრაფე, გამძლეობა, ცნობისმოყვარეობა, ტრადიციები, ოსტატობა, ერთიანობა, გამჭრიახობა. ყოველივე ნაწილს თავისი ვიზუალი შეურჩიეს, რომლებიც ერთიანობაში მშვილდის გამოსახულებას წარმოადგენს.  რაც შეეხება ფერს, ისიც რეგიონის ისტორიიდან გამომდინარე შეირჩა – წითელი სლავური ფესვებიდან ღია წითელი, მონღოლური, ხოლო მუქი წითელი ბულგარული ტრადიციებიდან გამომდინარე.

tag1

 

თათარსტანის გააქტიურება ტურისტული და ინფრასტრუქტური განვითარების მიზანი 2018 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაა.

 

 

განხილვა